რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცებციების განხილვა მოეწყო.
სხდომაზე, კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა, ხუთივე კონკურსანტის სამაუწყებლო კონცებციების შედარებითი დასკვნა -ანალიზი წარმოადგინა.
ხუთივე კონკურსანტს საშუალება მიეცა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, როგორც კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე კონკურენტი კომპანიების პოზიციების მიმართაც.
თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსი 2013 წლის 26 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება. საკონკურსო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მიიღებს, რომლის გეოგრაფიული ზონა იქნება თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი და რადიომაუწყებლის მიმართ პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები იქნება წაყენებული, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.
შეგახსენებთ, თბილისში კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებს, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“.