წვდომის მენიუ

ნოემბერი 27, 2013

რადიომაუწყებლობის კონკურსის სხდომის თარიღი ცნობილია

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის და არსებითი სხდომების თარიღები განსაზღვრა.

2013 წლის 2 დეკემბერს 16:00 საათზე, კომისიაში რადიმაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყბლობის რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციების შესახებ დასკვნას წარმოადგენს. გარდა ამისა, ლიცენზიის მაძიებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

2013 წლის 3 დეკემბერს 16:00 საათზე კი რადიომაუწყებლობის კონკურსების არსებითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია რვა სამაუწყებლო ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. განაცხადი რვა სამაუწყებლო ლიცენზიაზე შემოვიდა. კონკურსანტთა სია ასე გამოიყურება:

·         შპს „სამაუწყებლო სახლი“ - ქ. ბათუმი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

·         შპს „სამაუწყებლო სახლი“ - ქ. ქუთაისი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

·         შპს „რადიო საქართველო“ - ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

·         შპს „რადიო საქართველო“ - ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

·         შპს „რადიო საქართველო“ - ქ. ყვარელი - კერძო მაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

·         შპს „რადიო საქართველო“ - ქ. ყვარელი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

·         შპს „ევროპა პლუს თბილისი“ - ქ. ახალციხე - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

·         შპს „ევროპა პლუს თბილისი“- ქ. თელავი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

·         შპს „ევროპა პლუს თბილისი“- ქ. გორი - კერძო მაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

 

ორივე საკონკურსო სხდომა საჯაროა

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები