რადიო „ჰერეთი“ უსაფუძვლო ბრალდებებით კომისიაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს
2013 წლის 25 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემათ გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, საჯაროდ გაიხსნა კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოდგენილი დალუქული დოკუმეტაცია, რომელიც სამაუწყებლო კომპანიების შესახებ, ტექნიკური ინფორმაცია მაუწყებლობის განხორციელების შესახებ, ასევე ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი სამაუწყებლო კონცეფციებს ასახავდა. თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში ხუთმა კომპანიამ შემოიტანა, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“.
კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება 2013 წლის 22 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.
ყველა ეს პროცედურა, დაწყებული კონკურსის გამოცხადების დღიდან, გამჭვირვალედ და საჯაროდ მიმდინარეობს, თუმცა რადიო „ჰერეთის“ ვებგვრედზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „GNCC-მ რადიო “ჰერეთს“ საჯარო დოკუმენტაცია დაგვიანებით გადასცა“.
სტატიის ავტორი წერს, რომ რადიო “ჰერეთმა“ კონკურსში მოანწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომელიც საჯაროა, კომისიმ კი დაგვიანებით მიაწოდა და აღწერს გადაჭარბებული სიმძაფრით ქმედებებს, რომელიც კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლება განახორციელეს.
გვინდა საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ 2013 წლის 25 ივლისის მოსამზადებელი სხდომა დაიწყო 13:00 საათზე, რაც დეკლარირებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზეც იყო გამოქვეყნებულუ ცნობა, მას შემდეგ რაც, საჯაროდ გაიხსნა კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია კომისიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება ხუთივე კომპანიის კონკურსზე დაშვების შესახებ ცალ-ცალკე. ერთ ერთი კომპანიის მიერ, კერძოდ შპს „არტ რადიოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს გარკვეული კითხვები გაუჩნდა, რის გამოც კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება 16:00 საათამდე. სწორედ ამ დროს რადიო „ჰერეთის“ წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ საკონკურსო დოკუმენტაციის გადაცემას. კომისიამ მათ განუმარტა, რომ ეს დოკუმენტაცია საჯაროა და ასლები კომისიის ოფოციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, ასევე მათ განემარტა, რომ საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით შეეძლოთ გაეთხოვათ.
განმარტების მიუხედავად, რადიო „ჰერეთის“ წარმომადგენლები დაუყოვნებლივ, წერილობითი მოთხოვნის გარეშე, ითხოვდნენ დოკუმენატციის ასლების გადაცემას. მათ დამატებით განემარტათ, რომ კომისიის სხდომა ჯერ არ იყო დასრულებული, გამოცხადებული იყო შესვენება დოკუმენტაციის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით (სწორედ ამიტომ დოკუმენტაცია შესწავლის პროცესში იყო) და სხდომის დასრულების შემდეგ მათ დაუყოვნებლივ გადაეცემოდათ დოკუმენტაცია.
კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 17:00 საათზე დაასრულა და რადიო „ჰერეთს“ რამდენიმე წუთში გადაეცა მის მიერვე მოთხოვნილი ინფორმაციის ასლები.
კომისიის აზრით, რადიო „ჰერეთი“ ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას და ცდილობს კომისიის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენით ზეწოლა მოახდინოს კომისიის გადაწყვეტილებაზე და ამ გზით მოიპოვოს სამაუწყებლო ლიცენზია თბილისში. კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ კონკურს საჯაროდ და გამჭვირვალედ ატარებს.