რადიმაუწყებლობის რვა ახალი ლიცენზია გაიცა
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიმაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსი ჩატარდა და საქართველოს რვა ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა ვინაობა გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ შპს „ფოლკ რადიო“, შპს „სტერეო+“, შპს „რადიოცენტრი პლუსი“, ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ქართული რადიო“.
აქედან ყველაზე მეტი ლიცენზიის მფლობელი შპს „ქართული რადიო“, იგივე „რადიო მაესტრო“ გახდა. კომპანია 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, ქ. ოზურგეთში, ქ. ტყბილში, დაბა გუდაურში, ქ. ახალციხეში, ქ. ბორჯომში და ქ. ქუთაისში, საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გახდა გამარჯვებული.
შპს „სტერეო +“–მა ქ. წალკაში საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
შპს „ფოლკ რადიო“ კი ქ. ახმეტაში სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდა.
კომისიამ საქართველოს 18 ადმინისტრაციულ ერთეულში რადიმაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. განაცხადი მხოლოდ 12 ადმინისტრაციულ ერთეულში შემოვიდა და კონკურსში მონაწილეობას სულ ხუთი კომპანია იღებდა.
დღევანდელ სხდომაზე ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში (ქ. ჭიათურა, ქ.ონი, ქ. ამბროლაური და დაბა ასპინძა) კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან სხდომას არ ესწრებოდა ამ ტეროტორიულ ერთეულებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილე კომპანიის, შპს „ქართული რადიოს“, იგივე „მაესტროს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, როდესაც სამაუწყებლო ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურში ერთი მონაწილეა, მან საკონკურსო სხდომაზე უნდა დაადასტუროს თანხმობა სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის მზადყოფნის შესახებ. რაც, შპს „ქართულმა რადიომ“ ვერ განახორციელა. შედეგად, ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამოცხადებული რადიმაუწყებლობის კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება, გტხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.