ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ. ფოთში და გორის რაიონში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მიღების მსურველთა რეგიოსტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ. ფოთში და გორის რაიონში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადდა.
დღეს, 04 აგვისტოს, 17:00 საათზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა.
ქალაქ თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი ორმა კომპანიამ შპს ”სერვისლაინმა” და შპს ”ჰაიკომმა” გამოთქვა. ნუმერაციის რესურსით (49-5X-XX), სულ 1000 სააბონენტო ნომერი, სარგებლობის საწყისი საფასური 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ქ. რუსთავში, ქ. ფოთში და გორის რაიონში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი შპს ”გლობალერთმა” გამოთქვა. თითიოეულ გეოგრაფიულ ერთეულზე 1000-1000 სააბონენტო ნომერი, რომელთა სარგებლობის საწყისი საფასური ასევე 2000-2000 ლარს შეადგენს.
აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 29 აგვისტოსს, 13:00 საათზე ჩატარდება.