წვდომის მენიუ

ივნისი 20, 2008

ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებული გამოვლინდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ აუქციონში შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ გაიმარჯვა. კომპანიამ ქ. თბილისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 30 600 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

”ვიტელ ჯორჯია” ასევე თანახმაა ქ. რუსთავში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიისთვის 4 200 ლარი გადაიხადოს. კომპანიას ქ. ფოთში იგივე მომსახურების განსახორციელებისთვის საჭირო ლიცენზიაში 2 100 ლარის გადახდა მოუწევს.

საერთო ჯამში  შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 36 900 ლარი უნდა გადაიხადოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. დღევანდელ აუქციონში ოთხი ფირმა შპს ”საქტელკომ პსული”, შპს ”ვიტელ ჯორჯია”, შპს ”სერვისლაინი” და შპს ”ახალი ქსელები” მონაწილეობდნენ.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები