სექტემბერი 05, 2008

ქ. ქუთაისში 9XXXX ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომერი 42 000 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. მოქალაქე კონსტანტინე ამაშუკელმა   ქ. ქუთაისში 9XXXX ინდექსის, 10 000 სააბონენტო ნომერში 42 000 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

აუქციონში მოქალაქე კონსტანტინე ამაშუკელის გარდა, ოთხი კომპანია შპს ”მაგთიკომი”, შპს ”სელკომი”, სს ”საქართველოს გაერთიენებული ტელესაკომუნიკაციო კომპანია”, შპს ”ახალი ქსელები” და ერთი მოქალაქე, პალუშა გიორგობიანი მონაწილეობდა.

ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.  

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები