ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა გაიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ახალი ნებართვა გაიცა.
შპს „მედია პროდაქშენ გრუპს“ 1004 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა თბილისი.
შპს „ჯეოლაინმა“ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო:
1. ნუმერაციის რესურსი 95400-95409 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო (დამატებული ღირებულების (ინტელექტუალური)) სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.
2. ნუმერაციის რესურსი 91990-91999 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით სტანდარტული ტარიფით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.
სამივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.