იანვარი 31, 2013

მობილური სიხშირეების საკონსულტაციო დოკუმენტი გამოქვეყნდა

მსოფლიოში ელექტრონული კომუნიკაციების  სფერო, მათ შორის  მობილური სექტორი ძალზე სწრაფად ვითარდება, რაც გამოწვეულია მომსახურების სახეების, ტექნოლოგიებისა და კომერციული ურთიერთობების კონვერგენციით. ასევე, ტექნოლოგიური ცვლილებებითა და ინოვაციური მომსახურებების დანერგვით მზარდი კონკურენციით.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირება მრავალასპექტიან, დინამიურ, კომპლექსურ და გრძელვადიან  პერიოდზე ორიენტირებულ საქმიანობას წარმოადგენს. ამ სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფა და  ადეკვატური კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა  რეგულირების მთავარ მიზანს და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის წარმატების მთავარ საწინდარს წარმოადგენს.

მობილური ბაზრის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ადეკვატური კონკურენციის უზრუნველყოფა ნიშნავს ბაზრის ამ სეგმენტზე ყველა მოთამაშის შესაბამისი „ხარისხის“ და რაოდენობის სიხშირულ რესურსთან წვდომის უზრუნველყოფას. აქედან გამომდინა ქვემოთ ჩამოთვლილია კვლევის მიზანი:

საკონსულტაციო დოკუმენტის  მიზანია: 

Þ     განვიხილოთ  მობილური ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) ტექნოლოგიების დანერგვითა და მობილურ ფართოზოლოვან (ინტერნეტ) მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნით  მობილური მომსახურებისათვის განაწილებული  სიხშირეების მიმართ შეცვლილი მიდგომები საერთაშორისო (ევროპულ) პრაქტიკაზე დაყრდნობით; 

Þ     განვსაზღვროთ საქართველოში მობილური ფართოზოლოვანი სექტორის ადეკვატურად განვითარებისათვის საჭირო  მიმართულებები;

Þ     შევაფასოთ საქართველოში  სიხშირეების განაწილების კუთხითა და მობილური ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების დანერგვის შესაძლებლობის მხრივ მობილურ ბაზარზე არსებული სიტუაცია;

Þ     შევიმუშაოთ გრძელვადიან პერიოდებზე ორიენტირებული მობილური სიხშირეების განაწილების, მართვისა და გამოყენების ოპტიმალური  სტრატეგია.

მობილური ბაზრის ოპტიმიზაცია და ლიბერალიზაცია, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მობილურ ფართოზოლოვან (ინტერნეტ) ბაზარზე კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური  სერვისების დანერგვას.

ახალი, მე-4 თაობის (4G) მობილური ტექნოლოგიების დანერგვის   საკითხი კი უკავშირდება ქვეყნის მომავალ პერიოდზე ორიენტირებულ  სტრატეგიას, რომლის ეფექტურად დარეგულირებას  არსებითი საზოგადოებრივ-ეკონომიკური  მნიშვნელობა გააჩნია და რომელიც მოიცავს კომისიის მიერ დასახულ ორ  ურთიერთგამომდინარე და  ურთიერთ დაკავშირებულ  მიზანს:

(1)   ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების ხელშეწყობას;

თუ გავითვალისწინებთ ფიქსირებულ ფართოზოლოვან დაფარვასთან დაკავშირებით  საქართველოს რეგიონებში და სოფლებში არსებულ სიტუაციას, კიდევ უფრო იზრდება მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების  განვითარების ხელშეწყობის საჭიროება, რადგან  ახალი მობილური ტექნოლოგიები  უკვე  შესაძლებელს ხდის  მაღალსიჩქარიანი და დაბალფასიანი ფართოზოლოვანი მომსახურების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე    მიწოდების შესაძლებლობას.

(2)   მომხმარებელთათვის ხარისხიან, მრავალფეროვან და ინოვაციურ მომსახურებათა სახეებზე გონივრულ ფასად და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  ხელმისაწვდომობის  ხელშეწყობას.

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები