თებერვალი 06, 2013

მობილურ ქსელში პორტირების მონაცემები

მობილურ ქსელში პორტირების მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილების გამო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია პორტირების შედეგებს აქვეყნებს. 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით, სააბონენტო ნომრის პორტირებით მობილური ქსელის  172 327 აბონენტმა ისარგებლა.

ბოლო მონაცემებით, პორტირების ლიდერი კომპანია „მაგთიკომია“. „მაგთიკომში“ კონკურენტი კომპანიებიდან 93 044 აბონენტი გადაპორტირდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ სხვა მობილურ ქსელში 54 675 აბონენტი გადავიდა.

მოზიდული აბონენტების მიხედვით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა კომპანია „მობიტელმა“, იგივე „ბილაინმა“.  „მობიტელმა“ პორტირების შედეგად 30 992 მომხმარებელი მიიღო, ხოლო 25 064 დაკარგა.

 „სილქნეტმა“ პორტირებით 94 აბონენტი შეიძინა და 45 დაკარგა.

აღნიშნული მდგომარეობით, კომპანია „ჯეოსელმა“ პორტირების შედეგად უფრო მეტი აბონენტი დაკარგა ვიდრე მიიღო. „ჯეოსელში“ სხვა ქსელებიდან  48 197 აბონენტი გადავიდა, „ჯეოსელიდან“ კი კონკურენტ კომპანიებში 92 543 მომხმარებელი გადაპორტირდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები