წვდომის მენიუ

მარტი 10, 2014

„მეცხრე არხის“ ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილებას კომისია 20 მარტს მიიღებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს „მეცხრე არხის“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

კომისია ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას 2014 წლის 20 მარტს 16:00 საათზე არსებით სხდომაზე გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 19 აგვისტოს  ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ამავე დღის 21:00 საათზე, „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.

„მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის არსებითი სხდომა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება დასწრების საშუალება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები