„მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის კიდევ ერთი ნებართვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის კიდევ ერთი ნებართვა აიღო.
კომპანია, ნუმერაციის რესურს - 91500-91519 (სულ-ოც სააბონენტო ნომერს), ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით სტანდარტული ტარიფით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოიყენებს.
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული არეალია საქართველოს მთელი ტერიტორია. ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გევრდზე.