„მაგთიკომი“ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი გახდა
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომი“ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი გახდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების გამოყენებით განახორციელებს. კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის №B147 ლიცენზია მომდევნო ათი წლის ვადით გაიცა და საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს.
„მაგთიკომი“ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2014 წლის 1 მაისს გეგმავს.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.