წვდომის მენიუ

ივლისი 23, 2013

„მაგთიკომი“ სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით დაიწყო. შპს „მაგთიკომი“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში 2013 წლის 19 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება, კომისია სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები