„მაესტროს“ პირდაპირი ჩართვებისთვის რადიოსიხშირული სპექტრი სჭირდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია კომპანიას მობილური ტელესარეპორტაჟო სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან კომპანიის სათაო სადგურამდე კავშირისთვის სჭირდება.
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 4.884,48 (ოთხი ათას რვაასოთხმოცდაოთხი და 48) ლარით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, ამ შემთხვევაში, 245 (ორასორმოცდახუთი) ლარს.
აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 27 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება კი 2014 წლის 6 თებერვლის 17:00 საათამდე იწარმობს.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.