„მაესტრომ“ რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სააუქციონო სხდომაზე შპს „სტუდია მაესტრომ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია აიღო.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია კომპანიას მობილური ტელესარეპორტაჟო სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან კომპანიის სათაო სადგურამდე კავშირისთვის სჭირდება.
„მაესტროს“ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ რესურსით სარგებლობის საფასურის 5,129.48 (ხუთი ათას ასოცდაცხრა და 48) ლარის გადახდა მოუწევს.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.