წვდომის მენიუ

თებერვალი 27, 2014

კომისიაში ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს კომისიის დებულებაში ცვლილებებისდა დამატებების შეტანის მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

მოგეხსენებათ,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამიტომ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რათა კომისიის თავმჯდმომარის არჩევის  პროცედურები განისაზღვროს. სწორედ ამ სიკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა დღეს კომისიამ.

საჯარო სხდომას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე ყველა დაინტერესებულ პირს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა

კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საკითხის არსებითი განხილვის  სხდომა 2014 წლის 14 მარტს 18:00  საათზე გაიმართება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები