კომისიას სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დებულებაში ცვლილებები შეაქვს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დებულებაში ცვლილებები შეაქვს.
სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დებულებაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად ყველა ნუმერაციის რესურსის მფლობელი კომპანია, რომელიც სატელეფონო მომსახურებას ახორცილებს ნომრის პორტაბელურობის გადასახადს თითოეული აქტიური აბონენტის მიხედვით გადაიხდის. აქტიურ აბონენტად ითვლება ისეთი აბონენტი, რომლის სააბონენტო ნომრით საანგარიშო პერიოდში რაიმე სახის აქტივობა დაფიქსირდება. მაგალითისთვის: ერთხელ მაინც განხორციელდა ზარი ან გაიგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება.
დებულების ძველი რედაქციით, ყველა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ნომრის პორტაბელურობის გადასახადს მათ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის ოდენობის მიხედვით იხდიდა. დღეს მოქმედი ტარიფი თითოეულ სააბონენტო ნომერზე წელიწადში 0.30 ევრო ცენტს შეადგენს.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მცირდება სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის გადასახადი ყველა ფიქსირებული თუ მობილური ქსელის ოპერატორისთვის. მართალია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურების გადასახადს მთლიანად მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები იხდიან და მომხმარებსლითსვის ეს მომსურება უფასოა, თუმცა ოპერატორის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი საბოო ჯამში მომხამარებლისთვის შეთავაზებულ საცალო ტარიფში აისახება.