წვდომის მენიუ

ნოემბერი 20, 2012

კომისიას განმარტებების გავრცელება კვლავ უწევს...

2012 წლის 15 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერს გადაცემა „შალვა რამიშვილის დილას“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თანამშრომელის გელა ბუთბაიას სტუმრობდა. გთავაზობთ, კომისიის პოზიციას ბატონი გელა ბუთბაიას განცხადებებთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, (რომელსაც კომისიაში თავისი საქმიანობის ფარგლებში არაერთხელ ჩაუტარებია მობილურ თუ ფიქსრებულ ქსელში ზარის დასრულების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევა და ანალიზი),  უნდა იცნობდეს ასიმეტრიულ ტარიფებთან  დაკავშირებით ევროპის ფარგლებში არსებულ  პრაქტიკასა და ევროკომისიის რეკომენდაციებს, ისევე როგორც უნდა ახსოვდეს მის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ზარის დასრულების ზღვრული ტარიფების დადგენისათვის გამოყენებული დანახარჯების აღრიცხვის, განაწილებისა და მომსახურების დანახარჯთა გაანგარიშების   მეთოდოლოგია. 

პირველ რიგში გვინდა განვმარტოთ, რომ კომისიის საბოლოო მიზანს, ევროპის ქვეყნების მსგავსად,  სწორედ    ეფექტური ოპერატორის ხარჯების მიხედვით (BU_LRIC) გრძელვადიანი ნაზარდი ხარჯების მოდელის  შესაბამისად გაანგარიშებული სიმეტრიული  ურთიერთჩართვის ტარიფების დაწესება წარმოადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება ეფექტური (ეტალონური) ოპერატორის ქსელში  ზარის დასრულებისათვის საჭირო მხოლოდ  ნაზარდი ხარჯები. კომისიაში  მიმდინარეობს მუშაობა ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში შესატანი  ცვლილებების შემუშავებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დავარეგულიროთ ზარის დასრულების ტარიფი. მოცემული მეთოდოლოგიით დარეგულირებული ტარიფი კი, გარწმუნებთ, რომ დღეს განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფებთან შედარებით გაცილებით დაბალი იქნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული მეთოდოლოგიის დანერგვის შემთხვევაშიც  (იხ. 2009/396/EC) კი შესაძლებელია  კონკრეტული ქვეყნის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე პატარა ოპერატორს (რომელსაც ბაზარზე დაკავებული წილიდან გამომდინარე არ მიუღწევია კონკრეტული ქვეყნის ფარგლებში დადგენილი მინიმალური ეფექტური მასშტაბისათვის (minimum efficient scale),  გარდამავალ პერიოდში  დაუწესდეს უფრო მაღალი, თუმცა დარეგულირებული ურთიერთჩართვის ტარიფი, ხოლო სიმეტრიულ ტარიფებზე მიგრაცია  განხორციელდეს ეტაპობრივად. მოცემულს ნათლად მოწმობს  ევროპის ქვეყნებში არსებული  პრაქტიკა, რომელიც წარმოდგენილია ცხრილში. აქვე ვიმედოვნებთ, რომ ბატონი გელა ბუთბაია ვერ შეძლებს ევროპის ქვეყნების მარეგულირებლები, ისევე როგორც ევროკომისია დაადანაშაულოს დისკრიმინაციასა და მიკერძოებაში.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ გელა ბუთბაიამ კარგად იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობის, ისევე როგორც ევროპული ჰარმონიზებული წესების მიხედვით შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწესებული ტარიფი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენციის ხელშეწყობის პრინციპის დაცვა.  რთულად წარმოსადგენია, რომ  ბატონმა გელამ არ იცის, რომ განხვავებული ზომა-წონის ოპერატორების ფაქტიური დანახარჯების მიხედვით დათვლილი ზარის დასრულების ღირებულება შესაძლოა  რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, რომელიც სწორედ ხარჯებზე ორიენტაციისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპიდან გამომდინარე  გარდამავალ ეტაპზე და ეფექტური ოპერატორის ხარჯებზე დაყრდნობით LRIC -ის მეთოდის დანერგვამდე ერთიანი და სიმეტრიული  ტარიფების დაწესების საშუალებას არ იძლევა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ  მოცემულ ეტაპზე მობილური ზარის დასრულების ისეთი სიმეტრიული ტარიფის დაწესება, რომელიც მსხვილი ოპერატორების ფაქტიური დანახარჯების მიხედვით იქნებოდა დათვლილი, ვერ დაფარავდა პატარა ოპერატორის ანალოგიური მეთოდოლოგიით დათვლილ ზარის დასრულების მომსახურების ხარჯებს; ხოლო პატარა ოპერატორის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით გაანგარიშებული სიმეტრიული ტარიფი, გამოიწვევდა დიდი ოპერატორების მიერ ზემოგების მიღებას და სწორედ პატარა ოპერატორის მიერ მსხვილი ოპერატორების სუბსიდირებას, რომელიც საშუალებას მისცემდა დიდ ოპერატორებს კიდევ უფრო გაემყარებინათ  თავიანთი  პოზიციები მობილურ ბაზარზე. 

ცხრილში მოცემულია 2010 წლიდან ოპერატორების მიხედვით შესაბამისი ქვეყნების  მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებული ზარის დასრულების ტარიფები. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ 2010 წლამდე ევროპის ფარგლებში ტარიფების ასიმეტრია კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იყო, რაც სწორედ გამოწვეული იყო ზარის დასრულების დანახარჯთა გაანგარიშების გამოყენებული მეთოდოლოგიით, ხოლო ეფექტური ოპერატორის ხარჯებზე დაყრდნობით LRIC -ის მეთოდის დანერგვასთან ერთად კი მცირდება არა მარტო ასიმეტრია, არამედ დაწესებული ზღვრლი ტარიფიც.

იხილეთ ევროპული პრაქტიკა და კონკრეტული მაგალითები, რათა დარწმუნდეთ, რომ ასიმეტრიული ტარიფი ფართოდ მიღებული და გავრცელებული მიდგომაა:

ქვეყანა

ოპერატორი

მობილური ზარის დასრულების ტარიფი (€)

2010

2011

2012

ბელგია

Belgacom

0.072

0.0394

0.0262

Mobistar

0.0902

0.0429

0.0279

KPN Group Belgium

0.1143

0.049

0.0311

დანია

TDC

0.0726

0.059

0.0309

Telenor

0.0726

0.059

0.0309

Telia

0.0726

0.059

0.0309

Hi3G

0.0994

0.0684

0.0309

გერმანია

T-Mobile

0.0659

0.0338

0.0338

Vodafone

0.0659

0.0336

0,0336

E-plus

0.0714

0.0336

0.0336

O2Telefónica

0.0714

0.0339

0.0339

საფრანგეთი

Orange France

0.045

0.03

0.01

SFR

0.045

0.03

0.01

Bouygues Telecom

0.06

0.034

0.01

ირლანდია

Vodafone

0.0879

0.0536

0.0368

O2

0.0885

0.0536

0.0368

Meteor

0.1155

0.0586

0.0368

Hutchinson 3G

0.1397

0.0926

0.0748

იტალია

Telecom Italia S.p.A.

0.077

0.066

0.025

Vodafone Omnitel N.V.

0.077

0.066

0.025

Wind Telecomunicazioni

0.087

0.072

0.025

H3G S.p.A.

0.11

0.09

0.035

ლუქსემბურგი

EPT

0.082

0.082

0.082

Tango

0.082

0.082

0.082

Orange

0.1055

0.1055

0.1055

ჰოლანდია

KPN

0.07

0.042

0.027

T-Mobile

0.081

0.042

0.027

Vodafone

0.07

0.042

0.027

ესპანეთი

TME

0.0613

0.0495

0.0342

Vodafone

0.0613

0.0495

0.0342

Orange

0.0613

0.0495

0.0342

Xfera/Yoigo

0.0912

0.0674

0.0407

დიდი ბრიტანეთი

Everywhere Everything

0.0553

0.0512

0.0185

O2

0.0534

0.0512

0.0185

Vodafone

0.0534

0.0512

0.0185

H3G

0.0689

0.0559

0.0185

რუმინეთი

Orange Romania

0.0503

0.0503

0.0405

Vodafone Romania

0.0503

0.0503

0.0405

Cosmote RMT

0.0567

0.0503

0.0405

RCS & RDS

0.064

0.0567

0.0405

სლოვაკეთის რესპუბლიკა

Orange

0.0715

0.0635

0.0318

ST

0.0715

0.0635

0.0318

telefonica O2

0.0848

0.0768

0.0318

სლოვენია

Mobitel

0.0495

0.0438

0.0352

Si.mobil

0.0495

0.0438

0.0352

Tušmobil

0.0742

0.0613

0.0388

T-2

0.0742

0.0657

0.0423

კვიპროსი

CYTA

0.0171

0.0167

0.0193

MTN

0.0231

0.0209

0.0171

ლატვია

LMT

0.0875

0.0493

0.0366

Tele2

0.0875

0.0493

0.0366

Bite latvija

0.0875

0.0493

0.0366

Telekom Baltija

0.0875

0.0874

0.0874

პოლონეთი

PTK Centertel

0.0402

0.0402

0.029

PTC

0.0402

0.0402

0.029

Polkomtel

0.0402

0.0402

0.029

P4

0.0908

0.082

0.0426

ხორვატია (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)

T-Mobile d.o.o.

0.077

0.0537

0.0402

VIPNet d.o.o.

0.077

0.0537

0.0402

TELE2 d.o.o.

0.1001

0.0699

0.0442

თურქეთი (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)

Turkcell

0.0297

0.0157

0.0135

Vodafone

0.0306

0.0162

0.0139

Avea

0.0352

0.0186

0.016

მაკედონია (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)

T-Mobile

0.062

0.052

0.0487

One

0.062

0.0584

0.065

VIP

0.0956

0.0878

0.065

შვეიცარია (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)

Swisscom

0.0994

0.0529

0.0569

Sunrise

0.1193

0.0662

0.0712

Orange

0.1193

0.0662

0.0712

ისლანდია (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)

Siminn

0.0408

0.0357

0.0276

Vodafone

0.0408

0.0357

0.0276

Nova

0.0664

0.0539

0.0276

ნორვეგია (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)

Telenor

0.0596

0.0621

0.0265

NetCom

0.0596

0.0621

0.0265

Network Norway

0.1191

0.1118

0.0794

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები