წვდომის მენიუ

იანვარი 16, 2014

კომისიამ ტელეკომპანია „რიონს“ და „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ არალიცენზირებული ფილმების ჩვენების გამო დააკისრა სანქცია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს „რიონს“ და „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ არალიცენზირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო სანქცია დააკისრა.

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება ”Централ Партнершип Сейлз Хаус”–ის და შპს "არტ რადიოს" წერილების საფუძველზე დაიწყო. კომპანია აცხადებდა, რომ ტელეკომპანიები „რიონი“ და „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში გარკვეულ მხატვრული და ანიმაციური ფილმების არამართლზომიერ ჩვენებას ახორციელებდნენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ორივე ტელეკომპანიას დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება და დაევალათ მხოლოდ ლიცენზირებული ტელეპროდუქციის განთავსება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები