წვდომის მენიუ

დეკემბერი 25, 2014 22:56

კომისიამ თბილისის სამაუწყებლო ზონის ტელეკომპანიებს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისის სამაუწყებლო ზონაში არსებულ ხუთ საეთერო ტელევიზიას ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა.

ტელეკომპანიები შპს „კავკასია“, შპს „ევრიკა“, შპს „მედია კავშირი ობიექტივი“, შპს „თბილისი“ და  შპს „პიკი“ ციფრული მაუწყებლობის ზურუნველსაყოფად რადიოსხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის მფლობელები გახდნენ.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ თანახმად, იმ სამაუწყებლო ზონებში, სადაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი ტელემაუწყებელი კომისია ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვას ანიჭებს კონკრეტულ ზონაში ყველა რეგისტრირებულ მაუწყებელს ერთობლივად. ამ შემთხვევაში ქ. თბილისში საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ცხრა კომპანიაა, თუმცა კომისიაში წარმოდგენილია შპს „რუსთავი 2“-ის, შპს „ჯი.დი.ეს“-ის, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ და შპს „იბერაის“ წერილობითი განმარტება, რომ მათ არ სურთ ქ. თბილისში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის მფლობელები გახდნენ.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები