წვდომის მენიუ

აგვისტო 08, 2017 11:02

კომისიამ სს „ინფოჯორჯია XXI“ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „ინფოჯორჯია XXI“ (საინფორმაციო-საცნობარო - 118-09 ) რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომპანიას 1 594 ლარის და 17 თეთრის ოდენობით დავალიანება ერიცხება. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, სს „ინფოჯორჯია XXI“ ვალდებულია ათი სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას დავალიანება და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს კომისიაში.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები