კომისიამ შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” ლიცენზიების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და ასევე ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” №B17 და №B18 ლიცენზიებს მოქმედების ვადა 2023 წლის 8 მაისამდე გაუგრძელდა. სხდომაზე, ასევე „ევრიკას“ №B17 ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდა, რაც საშუალებას აძლევს ტელერადიკომპანიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც იმაუწყებლოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კომპანია აქამდე კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას ახორციელებდა, მოდიფიცირების შემდეგ №B17 ლიცენზიის სახედ განისაზღვრა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობად – საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად კი დღე–ღამის განმავლობაში 6 საათი.
დღეს, ასევე შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” კუთვნილი რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებაც მოხდა, რომლის სახედ განისაზღვრა – კერძო მაუწყებლობა. ლიცენზიის სახეობად – საერთო რადიომაუწყებლობა, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა დარჩა – თბილისი, მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა კი დღე–ღამის განმავლობაში 6 საათი.
გადაწყვეტილების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.