წვდომის მენიუ

მარტი 14, 2014

კომისიამ შპს “მედიაპრო ჯორჯიას“ ტარიფის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტარციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნომრის პორტირების უზრუნველმყოფი შპს „მედია პრო ჯორჯიას“ მიერ ამ მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტარციული წარმოება დაიწყო.

ტარიფის შესწავლის მიზნით კვლევის დაწყებას წინ უძღოდა, კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის გადაწვეტილება, რომლითაც  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომისიის დებულებაში სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურებისთვის საფასურის გადახდის სისტემის შესაცვლელად. დღეს მოქმედი რედაქციით, ყველა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ნომრის პორტაბელურობის გადასახადს მათ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის ოდენობის მიხედვით იხდის, თითოეულ სააბონენტო ნომერზე წელიწადში 0.30 ევრო ცენტს.

კომისიის ინიციატივით 2014 წლის 13 თებერვალს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დებულებაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად კი ყველა ნუმერაციის რესურსის მფლობელი კომპანია, რომელიც სატელეფონო მომსახურებას ახორცილებს ნომრის პორტაბელურობის გადასახადს თითოეული აქტიური აბონენტის მიხედვით გადაიხდიდა. აქტიურ აბონენტად ითვლება ისეთი აბონენტი, რომლის სააბონენტო ნომრით საანგარიშო პერიოდში რაიმე სახის აქტივობა დაფიქსირდება. მაგალითისთვის: ერთხელ მაინც განხორციელდა ზარი ან გაიგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამ ცვლილებებით მნიშვნელოვნად მცირდებოდა სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის გადასახადი ყველა ფიქსირებული თუ მობილური ქსელის ოპერატორისთვის. მართალია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურების გადასახადს მთლიანად მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები იხდიან და მომხმარებსლითსვის ეს მომსურება უფასოა, თუმცა ოპერატორის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი საბოო ჯამში მომხამარებლისთვის შეთავაზებულ საცალო ტარიფში აისახება.

კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტი მობილური თუ ფიქსირებული მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების დიდმა ნაწილმა მოიწონა, თუმცა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა, ხათუნა ინჯიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია კომისიის დებულებაში ზემოთხსენებული ცვლილებების განხორციელება, აპელირებდა რა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე. მან კომისიის დებულებაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, ადმინისტრატორის (შპს „მედიაპრო ჯორჯიას“) შესარჩევი ახალი კონკურსის გამოცხადება და საკონკურსო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა მოითხოვა.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ ნომრის პორტაბელურობის დებულებაში ამ მომსახურების საფასურის გადახდის წესთან დაკავშირებით ცვლილებები აღარ შეიტანა  და შპს „მედია პრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფის, ერთ სააბონენტო ნომერზე წელიწადში 0.30 ევრო ცენტი, ხარჯზე ორინტირებულობის შესწავლის და კვლევა -ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შესასწავლი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო ადმინისტარციული წარმოებისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა,  სამი თვე აიღო.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები