წვდომის მენიუ

იანვარი 08, 2014

კომისიამ შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორს კახა ბაინდურაშვილს მოუსმინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორის, კახა ბაინდურაშვილის პოზიცია მოისმინა.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის 6 დეკემბერს დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად 2013 წლის ნოემბრის თვეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც, კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო „ზენიტი“) დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის (ეს ინფორმაცია კონკურსის ჩატარების მომენტისთვის კომისიისთვის უცნობი იყო).  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაშიც აღნიშნული ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა.

კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას გარადა, შპს „ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლებისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, რომელიც რადიო „ჰერეთს“ წარმოადგენდა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ეწსრებოდნენ. სხდომაზე, ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა.

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, კომისიაში 2014 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები