წვდომის მენიუ

აგვისტო 18, 2014 13:32

კომისიამ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

 

800/900/1800/2100/2600 მჰც დიაპაზონებში არსებული  სიხშირული რესურსის  ღირებულების განსაზღვრის მიზნით კომისიამ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე 12 აგვისტოს  ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ (ბენჩმარკინგისა და ბიზნეს მოდელირების)  მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით განხორციელდება:

·         800/900/1800/2100/2600 მჰც დიაპაზონებში არსებული სიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების შეფასება და მოცემული დიაპაზონების შედარებითი ღირებულებების განსაზღვრა;

·         ლიცენზიების (15 წლითა და ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად)  მოდიფიცირებისათვის  გადასახდელი საფასურის - 1მჰც სიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების  დაანგარიშება;

·         აუქციონზე გამოსატანი რადიოსიხშირული რესურსის საწყისი საფასურის განსაზღვრა.

ტენდერში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაცია  უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით  ა.წ 2 სექტემბრის 15:00 საათამდე. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამარეთზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები