კომისიამ ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დაამტკიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები დაამტკიცა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად ლიცენზიის მაძიებელ ფიზიკურ და იურიდულ პირებს დაეკისრათ ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება. კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის ფორმის შემუშავება და დამტკიცება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა.
კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.
თანდართულ დოკუმენტებში, გთხოვთ იხილოთ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები.