წვდომის მენიუ

დეკემბერი 13, 2013

კომისიამ ინფორმაციის თავისუფლების ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

ანგარიშში, 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე, კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული კორესპონდენცია მოხვდა. ამ პერიოდში სულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე,  289  (ორას ოთხმოცდაცხრა) წერილი, მათ შორის 12 წერილი ელექტრონულ ფოსტაზე (post@gncc.ge) შემოვიდა.

წერილების ძირითადი ნაწილი შემდეგ ინფორმაციის მოთხოვნას ეხებოდა: კომისიის სხდომების ოქმების, ოქმების ამონაწერების, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ლიცენზიების, ავტორიზაციის მოწმობების დამოწმებული ასლები, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, სხვადასხვა სახის ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელ, ავტორიზებულ და კომისიაში დასაქმებულ პირებთან,  აგრეთვე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, სტატისტიკური მონაცემები და სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში შემოსული 289 წერილიდან ანგარიშის მომზადების მომენტისთვის (2013 წლის 1 დეკემბერი) პასუხგაცემული იყო 273 წერილი, ხოლო თექვსმეტი კორესპონდენცია  წარმოებაში იყო. კომისიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ 85 ცნობა, ჩატარებულია 45 ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლებზეც კომისიამ 85 საკითხი განიხილა. კომისიის სხდომები საჯაროა და მათზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატიურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აკაკი სიხარულიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები