წვდომის მენიუ

მაისი 07, 2013

კომისია რადიომაუწყებლობისთვის თავისუფალ რესურს აქვეყნებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე 87.5მჰც+108მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის თავისუფალი სიხშირული რესურსი დამტკიცდა და საჯაროდ გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობისთვის 143 თავისუფალი სიხშირეა ხელმისაწვდომი, მათ შორის თბილისშიც შესაძლებელია რადიომაუწყებლობისთვის საჭირო სიხშირეზე კონკურსის გამოცხადება.

კომისიის 2013 წლის პირველი მარტის ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში შეტანილი დამატებების თანახმად, კომისიამ აიღო ვალდებულება 2 წელიწადში ერთხელ, (87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში) თავისუფალი სიხშირული რესურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ. გარდა ამისა, მომავალში ამ ცვლილებების თანახმად, კომისია ყოველწლიურად, პირველ მაისამდე გამოაქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებები ელექტრომაგნიტური თავსებადობის მეთოდებისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეკომენდაციების გათვალისწინებით შევიდა.

სიახლეა, ასევე, თბილისში რადიომაუწყებლობისთვის საჭირო თავისუფალი რესურსის არსებობა. ეს გამოწვეულია, კომისიის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით მეზობელი სახელმწიფოების მარეგულირებელ ორგანოებთან. ამ სამუშაოების პროცესში, საქართველოს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოთავისუფლდა მე-5 და მე-4 სატელევიზო არხები, რამაც თბილისში რადიომაუწყებლობისთვის  თავისუფალი ერთი არხის გამოყოფის საშუალება მოგვცა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში მე-5 სატელევიზიო არხის გადამცემების ფუნქციონირების პერიოდში შეუძლებელი იყო თბილისში დამატებით თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენების შეთანხმება მეზობელ აზერბაიჯანთან.

თანდართულ დოკუმენტში, გთხოვთ იხილოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომი 143 სიხშირული რესურსი.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები