კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტელეკომპანია საქართველო”-მ, ქ. ბათუმში კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.
გადამცემი სადგური, განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით (რაც ლიცენზიის პირობებში აისახება), განთავსდება ქ. ბათუმში - ზონა 23.
1) გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა:
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
გაძლიერების კოეფიციენტი |
პოლარი-ზაცია V/H |
TV არხი |
სიმძ (ვტ) |
გასხივების დიაგრამა |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
ბათუმი, სატელევიზიო ანძა |
N 410 41’ 37.7” E 0410 42’ 54.8” |
არაუმეტეს 6.0 დბ |
H |
33 |
1000 |
მიმართული |
40 ± 15 |
2) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრa 40,342.50 (ორმოცი ათას სამას ორმოცდაორი ლარი 50 თეთრი) ლარით;
3) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდa 2008 წლის 21 მარტი, 14:00 საათი;
4) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდება 2008 წლის 22 თებერვლის 17:00 საათამდე;
5) მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 7 მარტი, 16:00 საათი;
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე