წვდომის მენიუ

აპრილი 17, 2013

კარლო კვიტაიშვილი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტის N16/04/01 განკარგულებით, კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი დაინიშნა.

კარლო კვიტაიშვილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, წევრად 2007 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.

კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის შვებულებაში ყოფნის პერიოდში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კარლო კვიტაიშვილი ასრულებდა.

ქვემოთ მითითებულ ლინკზე, გთხოვთ, იხილოთ კომისიის ახალი თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3050&info_id=5962

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები