ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.
საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიაში განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ ოთხმა კომპანიამ შემოიტანა: შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-მ, შპს ”ვიტელ ჯორჯია”-მ, შპს ”სერვისლაინ”-მა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-მ. სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.