ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია 61 250 ლარად გაიყიდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-მ გაიმარჯვა. კომპანიამ ლიცენზიის მოსაპოვებლად 61 250 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში ლიცენზიის მოსაპოვებლად ოთხი კომპანია შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”, შპს ”ვიტელ ჯორჯია”, შპს ”სერვისლაინი” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” იბრძოდა. სალიცენზიო გადასახადის საწყისი საფასური 25 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.