აუქციონები ჩაშლილად გამოცხადდა
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე აუქციონები ჩაშლილად გამოცხადდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 23 აპრილის #202 და #203 გადაწყვეტილებებით ბოლნისის რაიონში და ქ. ახალციხეში რადიოსიხშირულით სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოაცხადა. აუქციონებში მონაწილეთა რეგისტრაცია 2010 წლის, 17 მაისის, 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, თუმცა განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ კომისიაში არავის შემოუტანია.
აუქციონში მონაწილეთა არ არსებობის გამო, დღეს გამართულ სხდომაზე ორივე აუციონი ჩაშლილად გამოცხადდა.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.