მარტი 06, 2009

2 ათასი სააბონენტო ნომერი გაიყიდა

შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” ქ. ბათუმში 60 XXX და 61 XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერით სარგებლობის ლიცენზია მოიპოვა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში კომპანიამ  4 200 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გაიმართა. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 4 000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონი 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები