198XXX და 199XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი 54 ათას ლარად გაიყიდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე 198XXX და 199XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი გაიყიდა. შპს ”რკინიგზის ტელეკომ”-მა ნუმერცაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 54 ათასი ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. აუქციონში, გარდა გამარჯვებული კომპანიისა, შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯეორჯია” და ს.ს ”გაერთიანებულმა ტელეკომი”-ც მონაწილეობდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელების მიზნით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.
რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 4 ათას ლარს შეადგენდა.