წვდომის მენიუ

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

ნომერი: გ-20-21 / 462

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2020 16:58

მიღების თარიღი მაისი 28, 2020

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების  შესახებ

I აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა   ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2019 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.

კომისიამ 2019 წელს ფაქტური ჯამური შემოსავალის სახით მიიღო 12,382,063 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:

 

კომისიის ფაქტიურმა ხარჯებმა შეადგინა 11,755,152 ლარი:

მედიაწიგნიერების მუხლით გახარჯულია სულ 2,415,808 ლარი, საიდანაც  კომისიის მიერმედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიზნებისთვის დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „მედიააკადემია“) მიერ გახარჯულია 2,117,337 ლარი:

 

II სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  და „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დამტკიცდეს კომისიის 2019 წლის ბიუჯეტის ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები:

 2.   დამტკიცდეს მედიააკადემიის 2019 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯები:

3.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  წინამდებარე  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში.

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ელისო ასანიძე      წევრი

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები