წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 204

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2022 12:20

მიღების თარიღი მაისი 05, 2022

შპს „ვიონი საქართველოს“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში  “კომისია“) 2022 წლის 4 აპრილს განცხადებით N151/22(კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1388 04.04.2022) მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ (ს/კ 204450584) წილის გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიის მიერ   2022 წლის 6 აპრილის წერილით კომპანიის მხრიდან მოთხოვნილ იქნა განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება. 2022 წლის 21 აპრილს შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა განახლებული განაცხადი(კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1594, 21.04.2022), რომლითაც კომპანიამ მიმართა კომისიას ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას (პ/ნ 62005003653) მიერ შპს „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“ (ს.კ.56067518)-სგან  შპს „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“- ის საკუთრებაში არსებულ შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“-ს (ს.კ. 679880) 100% წილის და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს (ს.კ. 1550759) 100% წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

2022 წლის 4 აპრილს N151/22 განცხადებასთან ერთად განსახილველი დოკუმენტების სახით შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო კომპანიის  არარეზიდენტი  პარტნიორების შპს „ვოთერთრაილ  ინდასტრიზის”  და  შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ , ასევე მათი დამფუძნებელი კომპანიების  „VEON Georgia Holdings B.V.“-ს, „VEON Holdings B.V.“-ს, „VEON Amsterdam B.V.“-სა და „VEON Ltd.“-ს სარეგისტრაციო დოკუმენტების ასლები და მათი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები ქართულ ენაზე. 2022 წლის 26 აპრილის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის შ-22-6/1617, 26.04.2022) კი დამატებით წარმოადგინა, შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“-ს და შპს „ინვესტიკო ალიანსე“ -ს 100% წილის გამყიდველი მხარის, შპს „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ის (ს.კ.56067518) ტრანზაქციის განხორციელების განზრახვის შესახებ წერილი, ხოლო მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანი 2022 წლის 5 მაისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1827, 05.05.2022).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირებულობის) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ. რაც შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

შესაბამისად, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას   უნდა   ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე,  წინააღმდეგ    შემთხვევაში, „ელექტრონული    კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს    კანონის    25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.

შპს „ვიონი საქართველო“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

GSM LTE

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

სხვა

B.F.3    მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

 

შპს  „ვიონი  საქართველო“  ფლობს  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №F5, №F30, №F39, №F59, №F97, №F101 და №F102 ლიცენზიებს.

კომისიის მიერ შპს “ვიონი საქართველოზე“ გაცემულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22018639, 24/03/2022 18:22:43), შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მისი წილის მფლობელების ამონაწერებისა (მათი ნოტარიულად დამოწმებული თარგმნილი ასლებიდან) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „ვიონი საქართველოს“ პარტნიორები არიან:

-     კომპანიის წილის 71%-ის მფლობელი შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (ს/კ 679880, ბრიტანეთის ვირჯინიის  კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

-  კომპანიის წილის 29%-ის მფლობელი შპს „ინვესტიკო ალიანსე“ (ს/კ 1550759, ბრიტანეთის ვირჯინიის   კუნძულების   კანონმდებლობის   შესაბამისად დაარსებული და მოქმედი კომპანია);

-     კომპანიის გენერალური დირექტორია ლაშა ტაბიძე (პ/ნ 60002012446).

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

-     მუჰთერემ კაან თერზიოღლუ (44808422314, U 12080811, თურქეთი)

-     ალექსი ბოლისი (YB4609706, იტალია)

-     მაიკლ შულცი, CGX14592X (გერმანია)

შპს „ვიონი საქართველო“ და მისი წარმომადგენელი გენერალური დირექტორი ლაშა ტაბიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ისა და შპს „ინვესტიკო ალიანსეს“ დამფუძნებელი არის ჰოლდინგური კომპანია „VEON Georgia Holdings B.V.“ (851962981, ნიდერლანდები) 100%-იანი წილით, „VEON Georgia Holdings B.V.“-ს დამფუძნებელი არის ჰოლდინგური კომპანია „VEON Holdings B.V.“ (820940434, ნიდერლანდები) 100%-იანი წილით, „VEON Holdings B.V.“-ს დამფუძნებელი არის ჰოლდინგური კომპანია „VEON Amsterdam B.V.“ (821942827, ნიდერლანდები) 100%-იანი წილით, „VEON Amsterdam B.V.“-ს დამფუძნებელი არის „VEON Ltd.“ (ვიონ ჯგუფი) (821815568, ბერმუდის კუნძულები, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია) 100%-იანი წილით. „VEON Ltd.“ თავის მხრივ არის   საჯარო კომპანია, რომლის აქციებიც საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული და რომლის აქციონერებიც არიან: „L1T Vip Holding S.a.r.l“ („LetterOne”) (B200215, ლუქსემბურგი) (ფლობს აქციების 47.9%), „Stichting Administratiekantoor Mobile Telecommunications Investor“ (65286936, ნიდერლანდები) (ფლობს აქციების 8.3%-ს), ხოლო აქციების   43.8% არის თავისუფალ მიმოქცევაში (Free Float). „L1T Vip Holding“-ის წილის 100%-ის მფლობელი არის  “Letterone  Core  Investments“  (B181082,  ლუქსემბურგი),  რომლის  წილის  100%-ის მფლობელი არის „Letterone Investment Holdings“ (B181082, ლუქსემბურგი).

 

 

2022 წლის 21 აპრილს შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განაცხადის თანახმად   და  კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრის   მიხედვით ტრანზაქციის   მონაწილე  ფიზიკური   პირი   ხვიჩა   მაქაცარია   (პ/ნ   62005003653) არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიას ურთიერთდამოკიდებულებას   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ   სხვა   პირებთან,   უნდა   აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილებით, შპს  ,,კავკასუს  ონლაინი“  ცნობილ  იქნა  სამართალდამრღვევად და დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის  უზრუნველყოფა. მოგვიანებით, შპს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილი, კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს სასარგებლოდ გასხვისების შემდეგ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21- 18/291 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე. აღნიშნული დარღვევები დღემდე არ არის აღმოფხვრილი და შპს „კავკასუს ონლაინში“ კომისიის 2020 წლის   1   ოქტომბრის   Nგ-20-18/747   გადაწყვეტილებით   დანიშნულია  სპეციალური მმართველი და შესაბამისად, ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (პ/ნ 62005003653) არ ახორციელებს შპს „კავკასუს ონლაინის“ ფაქტიურ კონტროლს. 

შპს „ვიონი საქართველო“ ახორციელებს მობილური ქსელით მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ის ბაზარზე მოქმედი მობილური ქსელის სამ ოპერატორს შორის მესამე ადგილზეა როგორც შემოსავლების, ისე აბონენტების რაოდენობის კუთხით. მობილური ქსელით საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა  2021  წლის  იანვრიდან  2022  წლის  მარტის  თვის ჩათვლით  შეადგინა 125,211,067.00 ლარი დღგ-ს გარეშე (ცხრილი N1), რაც საქართველოში მობილური ქსელით მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 17.90%-ია.

ცხრილი N1

 

 

კომპანია

2021 იანვარი - 2022 მარტი

 

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

ბაზრის წილი

მაგთიკომი

329,513,177.83

47.10%

სილქნეტი

244,837,034.00

35.00%

ვიონი საქართველო

125,211,067.00

17.90%

 

699,561,278.83

100.00%

შპს „ვიონი საქართველოს“ მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობამ 2022  წლის  I კვარტლის  ბოლოს  შეადგინა  1,387,747  აბონენტი  (ცხრილი  N2)  ,  რაც საქართველოს მობილური ქსელის აბონენტების 26.04%-ს შეადგენს.

ცხრილი N2

 

კომპანია

I კვ. 2022

აბონენტების რაოდენობა

ბაზრის წილი

მაგთიკომი

2,117,592

39.73%

სილქნეტი

1,824,214

34.23%

ვიონი საქართველო

1,387,747

26.04%

 

5,329,553

100.00%


შპს   „ვიონი   საქართველო“   ახორციელებს   მობილური   ქსელით   მომსახურებას როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 88% შეადგენს რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრის იმ შესაბამისი სეგმენტებიდან მიღებულ შემოსავლებს, სადაც შპს „ვიონი საქართველო“ განსაზღვრულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად შემდეგი გადაწყვეტილებების თანახმად:

1)  2010 წლის 21 მაისის N240/9 „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილების და მასში 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების თანახმად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და   ურთიერთჩართვის   (სატელეფონო   ზარების   წამოწყება/   დასრულების)   საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

2)  2019  წლის  31  დეკემბრის  N9/156  „მობილური  ქსელით  მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეკისრა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

3)  2020 წლის 25 ივნისის N9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების თანახმად მობილური  ქსელით მომსახურების (ხმოვანი და ინტერნეტი) საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება;

4) 2020 წლის 30 მარტის N9/385 „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების თანახმად მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

5) 2017 წლის 16 მაისის N345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ გადაწყვეტილების თანახმად საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე დაუდგინდა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და  ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ვიონი საქართველოს“ შემოსავალმა 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 153,146,067.00 ლარი დღგ-ს გარეშე. რეგულირებას დაქვემდებარებული იმ ბაზრებიდან მიღებული შემოსავალი, სადაც ცნობილია მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, შეადგენს 134,729,767.00 ლარს დღგ-ს გარეშე.

ცხრილი N3 

 

 

მომსახურების დასახელება

 

2021 იანვარი - 2022 მარტი

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

წილი საერთო შემოსავლიდან

სატელეკომუნიკაციო მომსახურება (რეგულირებადი ბაზრები)

134,729,767.00

87.97%

სატელეკომუნიკაციო მომსახურება (არარეგულირებადი ბაზრები)

17,539,580.00

11.45%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

876,720.00

0.57%

სულ

153,146,067.00

100.00%


შპს  „ვიონი  საქართველომ“  2021  იანვარი  -  2022  მარტის  ჩათვლით  პერიოდში შემოსავლების 82% მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურებებიდან დააგენერირა. საბითუმო მომსახურებებიდან მიღებულ შემოსავლებს კომპანიის მთლიან შემოსავალში 18% უჭირავს.

ცხრილი N4                                                                                                                                                                                                                               

 

 

 

მომსახურების დასახელება

2021 იანვარი - 2022 მარტი

 

შემოსავალი (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

წილი საერთო შემოსავლიდან

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული

 საცალო მომსახურება                                                                                                              საბითუმო ხმოვანი მომსახურება

 

125,211,067.00                             

 

27,058,280.00

 

82%  

 

18%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

876,720.00

1%

სულ:

153,146,067.00

100%

ზემოაღნიშნული ფაქტორების და ტრანზაქციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის აუცილებელი გარემოებები.

ამასთან, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის Nგ-19-18/605, Nგ-21- 18/291 გადაწყვეტილებების აღსრულების შემდეგ, თუ კომისია დაინახავს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამის ბაზრებზე კონკურენციის შეზღუდვის რისკებს, კომისია ჩაატარებს ბაზრის კვლევას და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „VEON Georgia Holding B.V.“-გან შპს „VEON Georgia Holding B.V.“-ის კუთვნილი შპს „ვიონი საქართველოს“ დამფუძნებელი კომპანიების შპს „ვოთერთრაილ   ინდასტრიზის”(ს.კ.   679880)   100%   წილის   და   შპს „ინვესტიკო ალიანსეს“(ს.კ. 1550759) 100% წილის ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას (პ/ნ 62005003653) მიერ შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „VEON Georgia Holding B.V.“-გან შპს „VEON Georgia Holding B.V.“-ის კუთვნილი შპს „ვიონი საქართველოს“ დამფუძნებელი კომპანიების შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის”(ს.კ. 679880) 100% წილის და შპს „ინვესტიკო ალიანსეს“(ს.კ. 1550759) 100% წილის ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას (პ/ნ 62005003653) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირების შერწყმაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა. შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „ვიონი საქართველოს“ შპს „VEON Georgia Holding B.V.“-გან შპს „VEON Georgia Holding B.V.“-ის კუთვნილი შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზის”(ს.კ. 679880)  100%  წილის  და  შპს  „ინვესტიკო  ალიანსეს“(ს.კ. 1550759)  100%  წილის ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას (პ/ნ 62005003653) მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს  შპს  „ვიონი  საქართველოს“, რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების  შემთხვევაში,  შპს  „ვიონი საქართველო“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ვიონი საქართველო“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ვიონი საქართველოსათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები