წვდომის მენიუ

კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/268 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 315

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2026 17:05

მიღების თარიღი ივლისი 14, 2026

კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/268  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 14.07.2026 

I. აღწერილობითი ნაწილი

1.    საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული     კომისია    (შემდგომში ,,კომისია”)    აღნიშნავს, რომ  კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/268  გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.   ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 16 ივლისის 15:00 საათი.

2. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის სხდომა 2026 წლის 16 ივლისის ნაცვლად გაიმართება 2026 წლის 17 ივლისს, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/268  გადაწყვეტილებაში და შეიცვალოს ზეპირი მოსმენის თარიღი.

II. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2026 წლის 11 ივნისის კომისიის №გ-26-23/268 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” 2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 17 ივლისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;”

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.     გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  №  64)  შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები