რადიომოყვარულ იანგ ჰაოჯინგისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2026 13:01
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2026
რადიომოყვარულ იანგ ჰაოჯინგისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: იანგ ჰაოჯინგი
კომისიის სხდომის თარიღი: 24.09.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-9/7576, 16.09.2026) მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე იანგ ჰაოჯინგმა, საქართველოში მისი ვიზიტის პერიოდში (01.10.26-07.10.26), სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ იანგ ჰაოჯინგი არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე და ფლობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოყვარულო რადიოსადგურის ლიცენზიას - სახმობი BG5ABL. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 518 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. ECC Recommendation (05)06 რეკომენდაციის თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ არის CEPT-ის წევრი. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად საჭიროა მიღებულ იქნას კომისიის გადაწყვეტილება რადიომოყვარულ იანგ ჰაოჯინგისთვის (2026 წლის 1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე) სახმობის დროებითი მინიჭების შესახებ.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 პუნქტის და 518 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ იანგ ჰაოჯინგს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 7 ოქტომბრამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 120 |
იანგ ჰაოჯინგი |
თბილისი |
4L/BG5ABL |
„B“ |
2. რადიომოყვარული იანგ ჰაოჯინგი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების იანგ ჰაოჯინგისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების იანგ ჰაოჯინგისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
