წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ უჩა აბჟანდაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-7 / 377

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2026 17:19

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2026

რადიომოყვარულ უჩა აბჟანდაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: უჩა აბჟანდაძე

კომისიის სხდომის თარიღი: 13.08.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ მოქალაქე  უჩა  აბჟანდაძემ  კომისიას  მიმართა  განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-26-9/6744, 03.08.26) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ უჩა აბჟანდაძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/375 გადაწყვეტილებით 2026 წლის 24 ივნისამდე მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L1AU, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომისია ახორციელებს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის გამოყოფილ რადიოსიხშირული ზოლებში რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ უჩა აბჟანდაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2026 წლის 13 აგვისტოდან 2031 წლის 13 აგვისტომდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B2-008

 

უჩა აბჟანდაძე

 

ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 1-ლი კომპლექსი, მე-4 კორპუსი, ბინა 90

 

4L1AU

 

„B“

2. რადიომოყვარული უჩა აბჟანდაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე უჩა აბჟანდაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება; 

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე; 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე უჩა აბჟანდაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; 

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე 

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები