წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ ბენეფიციარი კომპანიის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 365

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2026 17:05

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2026

სს „სილქნეტის“ ბენეფიციარი კომპანიის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 5 აგვისტოს წერილით  მიმართა  სს  „სილქნეტმა“  (ს/კ  204566978)  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-26-6/6786 05.08.2026), სადაც აღნიშნულია, რომ  იგეგმება “სილქნეტის” ერთერთი ბენეფიციარი მესაკუთრის კერძოდ, შპს „ესარეს ჯორჯია ფანდის“ მიერ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ 9.52%-იანი წილის გასხვისება შპს „ესარეს ჯორჯია ფანდის“ 100%-იან შვილობილ კომპანია შპს „ამირანი ინვესტმენტსზე“ (საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ს/კ 404823679).

აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, იგეგმება შპს “ამირანი ინვესტმენტსის” მიერ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ 9.52%-იანი წილის გასხვისება შპს „ამირანი კაპიტალზე“ (საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ს/კ 404817490), რომლის დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის დევიდ ფრანც ბორგერი. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში, საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების, მათ შორის, დევიდ ფრანც ბორგერის, დღეს არსებული წილები უცვლელი დარჩება. წერილით აღნიშნულ ტრანზაქციებზე სს “სილქნეტი” ითხოვს წინასწარი თანხმობის მიღებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და ასევე, 2016 წლის 21 დეკემბრიდან მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი პარტნიორთა სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად: სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელია შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“ (404569285, საქართველო).

შპს  „სილქნეტ  ჰოლდინგის“  წილის  95%-ის  მფლობელია  შპს  „სილქ  როუდ  გრუპ  ჰოლდინგ“ (404579354,  საქართველო),  ხოლო  5%-ს  ფლობს  ფიზიკური  პირი  დავით  მამულაიშვილი  (პ/ნ 01002002007), რომელიც, ასევე, წარმოადგენს სს „სილქნეტის“ გენერალურ დირექტორს.

შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ წილის 100%-ის მფლობელია კომპანია „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ“ (C39335, მალტა), რომლის 100%-იან წილს ფლობს კომპანია „პრომეთეუს ჰოლდინგს (მალტა) ლიმიტედ“ (C41770, მალტა).

კომპანია „პრომეთეუს ჰოლდინგს (მალტა) ლიმიტედის“ წილის 61,7647%-ს ფლობს კომპანია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ“ (C41521, მალტა), ხოლო 38,2353%-ს ფლობს კომპანია „NEPHRITE HOLDINGS LIMITED“ (C103161).

კომპანია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან წილის 61,9%-ის მფლობელი ფიზიკური პირი გიორგი რამიშვილი (010240149720, საქართველო) და წილის 28,58%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ალექსი თოფურია (01026000555, საქართველო), ხოლო კომპანიის წილის 9,52%-ს ფლობს შპს „ესარეს ჯორჯია ფანდ“ (404524895, საქართველო), რომელსაც თავის მხრივ 100%-იანი წილით ფლობს შპს „სილქ როუდ სერვისიზ“ (HRB158221, გერმანია), რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი არის ფიზიკური პირი დევიდ ბორგერი (CH1H25M90, გერმანია). კომპანია „NEPHRITE HOLDINGS LIMITED“-ის წილის 100%-ის მფლობელია კომპანია „ბრეიტენბერგ პტე ლტდ“ (201840787E, სინგაპური).

კომპანია „ბრეიტენბერგ პტე ლტდ“-ს ბენეფიციარი მესაკუთრე არის ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი, რომელიც კომპანიაში პირდაპირ ფლობს კომპანიის წილის 98%-ს, ხოლო 2%-ს ფლობს კომპანია „ტოპაზ სგ პტე. ლტდ.“-ს (201710255N, სინგაპური) მეშვეობით, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი ასევე ერკინ ტატიშევია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტის“ საბოლოო ბენეფიციარები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, დევიდ ბორგერი, დავით მამულაიშვილი და ერკინ ტატიშევი სს „სილნქეტში“ წილებს არაპირდაპირ ფლობენ შემდეგი პროპორციით:

გიორგი რამიშვილი - 36,3235% ერკინ ტატიშევი - 36,3235% ალექსი თოფურია - 16,7647% დევიდ ბორგერი - 5,5883% დავით მამულაიშვილი - 5,0000%

სს „სილქნეტის“ მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-26-6/6904) და   კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის შესაბამისად სს „სილქნეტი“ ფლობს 100%-ან წილებს შემდეგ ავტორიზებულ პირებში: შპს „სილქ მედია“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსში“. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან, ხოლო „სილქნეტის“ პარტნიორები (ტრანზაქციამდე და განსახილველი ტრანზაქციის შემდეგ) და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, დევიდ ბორგერი, დავით მამულაიშვილი და ერკინ ტატიშევი საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, იგეგმება “სილქნეტის” ერთერთი პარტნიორის, კერძოდ, შპს „ესარეს ჯორჯია ფანდის“ მიერ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ 9.52%-იანი წილის გასხვისება შპს „ესარეს ჯორჯია ფანდის“ 100%-იან შვილობილ კომპანია შპს „ამირანი ინვესტმენტსზე“, ხოლო აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, იგეგმება შპს “ამირანი ინვესტმენტსის” მიერ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ 9.52%-იანი წილის გასხვისება შპს „ამირანი კაპიტალზე“. აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში არ შეიცვლება სს „სილქნეტის“ საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში.

აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში სს „სილქნეტის“ და მისი პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება და ამასთან, არ იცვლება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს შესაბამის ბაზრებზე არსებული საბაზრო წილები და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები.

შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.        მიეცეს თანხმობა სს „სილქნეტს“: -  შპს „ესარეს ჯორჯია ფანდის“ მიერ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ 9.52%-იანი წილის შპს „ამირანი ინვესტმენტსზე“ გასხვისებაზე -     შპს “ამირანი ინვესტმენტსის” მიერ „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედის“ 9.52%-იანი წილის შპს „ამირანი კაპიტალზე“ გასხვისებაზე

2.   განემარტოს  სს  „სილქნეტს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის  მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, სს „სილქნეტი“   ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6  (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ  ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სს „სილქნეტმა“ხელახლა უნდა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ივანე მახარაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები