წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-7 / 308

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2026 17:32

მიღების თარიღი ივლისი 09, 2026

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

კომისიის სხდომის თარიღი: 09.07.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/6166, 02.07.2026 და № შ-26-7/6249; 07.07.2026), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („SWEET ESCAPE“ და „COASTAL SURVEYOR“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისიამ საზღვაო ხომალდებს უნდა მიანიჭოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი რადიოსიხშირული ზოლები უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის № 13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ მინიჭებას არ საჭიროებს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „SWEET ESCAPE“ და „COASTAL SURVEYOR“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:

 

 

ხომალდის დასახელება

 

ხომალდის მფლობელი

 

მინიჭებული სახმობი

 

მინიჭებული MMSI

 

1.

 

SWEET ESCAPE

 

ამირან კარაპუტაძე

 

4LBK3

 

-----

 

2.

 

COASTAL SURVEYOR

 

შპს პრაიმ ბეტონი

 

4LBI3

 

213 036 000

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები