წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ალექსანდრე ქავთარაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-7 / 159

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2026 22:08

მიღების თარიღი აპრილი 08, 2026

რადიომოყვარულ ალექსანდრე ქავთარაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ალექსანდრე ქავთარაძე კომისიის სხდომის თარიღი: 08.04.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-9/3466, 03.04.2026) მიმართა მოქალაქე ალექსანდრე ქავთარაძემ, ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო შეჯიბრებებში სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად, 4L0R სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე. 

CQMM DX Contest

/18.04.-19.04.2026/

/17.04.-18.04.2027/

CQ-M international DX Contest

/09.05.-10.05.2026/

/08.05.-09.05.2027/

CQ WW WPX Contest, CW

/30.05.-31.05.2026/

/29.05.-30.05.2027/

All Asian DX Contest, CW

/20.06.-21.06.2026/

/19.06.-21.06.2027/

Stew Perry Topband Challenge

/20.06.-21.06.2026/

/19.06.-20.06.2027/

IARU HF World Championship

/11.07.-12.07.2026/

/10.07.-11.07.2027/

CQ Worldwide VHF Contest

/04.07.-05.07.2026/

/03.07.-04.07.2027/

WAE DX Contest, CW

/08.08.-09.08.2026/

/14.08.-15.08.2027/

WAE DX Contest, SSB

/12.09.-13.09.2026/

/11.09.-12.09.2027/

All Asian DX Contest, Phone

/05.09.-06.09.2026/

/04.09.-05.09.2027/

CQ Worldwide DX Contest, SSB

/24.10.-25.10.2026/

/30.10.-31.10.2027/

CQ Worldwide DX Contest, CW

/28.11.-29.11.2026/

/27.11.-28.11.2027/

Stew Perry Topband Challenge

/26.12.-27.12.2026/

/18.12.-19.12.2027/

CQ 160-Meter Contest, CW

/29.01.-31.01.2027/

/28.01.-30.01.2028/

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ქავთარაძე არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2024 წლის 12 სექტემბრის № გ-24-7/386 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1AK, 2024 წლის 12 სექტემბრიდან 2029 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  515   მუხლის  პირველი პუნქტის,  მე-7  პუნქტის  და  518 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად შემდეგ თარიღებში: 2026 წლის 18.04.-19.04., 09-05.-10.05., 30.05.-31.05., 20.06.-21.06., 04.07.-05.07., 11.07.-12.07., 08.08.-09.08., 05.09.-06.09., 12.09.-13.09., 24.10.-25.10., 28.11.-29.11., 26.12.-27.12., 2027 წლის 29.01.-31.01., 20.02.-21.02., 26.02.-28.02., 13.03.-14.03., 27.03.-28.03., 17.04.-18.04., 08.05.-09.05., 29.05.-30.05., 19.06.-20.06., 03.07.-04.07., 10.07.-11.07., 14.08.-15.08., 04.09.-05.09., 11.09.-12.09., 30.10.-31.10., 27.11.-28.11.,18.12.-19.12., 2028 წლის 28.01.-30.01.:

რეგისტრაციის №

რადიოსადგურის მფლ ობელ ი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

T – 118

ალექსანდრე ქავთარაძე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ ხიდმაღალა, 1-ლი ქუჩა N105

4L0R

„A“

2. რადიომოყვარული ალექსანდრე ქავთარაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ალექსანდრე ქავთარაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ალექსანდრე ქავთარაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე            წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები