შპს „ჯრკომ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2026 17:42
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2026
შპს „ჯრკომ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
განმცხადებელი: შპს „ჯრკომ“ (ს/ნ 202232896);
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 3 სექტემბერი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯრკომ“-მა (ს/ნ 202232896) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/6784, 05.08.2026) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯრკომ“-ი ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №626/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
სიხშირული ზოლი (კჰც) |
პოლარიზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი (მობილფონის ანძა) |
423.950 |
25 |
V |
წრიული |
10 |
41°41’26.24” N44°44’52.5 ” E |
40 |
3 |
|
თბილისი (მობილფონის ანძა) |
429.150 |
25 |
V |
წრიული |
10 |
41°41’26.24” N44°44’52.5 ” E |
40 |
3 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ბ) გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.
4. შპს „ჯრკომ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2026 წლის 15 სექტემბერს. შესაბამისად, კომპანიის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
5. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „ჯრკომ“-ის მიერ 2026 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილია კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/7131, 20.08.2026).
7. კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის დ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 406.100-430.00 მჰც რადიოსიხშირული ზოლი, რომლის ფარგლებშიც კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით (2026 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით), ჩატარებულია მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯრკომ“-ი (კომისიის 2016 წლის 14 ივლისის N480/10 გადაწყვეტილება). კომისიის 2016 წლის 14 ივლისის N480/10 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისში 406.100-430.00 მგჰც სიხშირულ ზოლში ორი სიხშირის (423.950 მჰც და 429.150მჰც) მოსაპოვებლად, ავტორიზაციით გათვალისწინებული საკომუნიკაციო საქმიანობის განსახორციელებლად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ჯრკომ”-ი, რომელმაც დაადასტურა თანხმობა გადაეხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,266.40 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი და 40) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 3,266.40 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი და 40) ლარს.
8. კომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის 3 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯრკომ“- ის წარმომადგენელი სანდრო მეშველიანი. მან სხდომაზე დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 3,266.40 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი და 40) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ჯრკომ“-ის (ს/ნ 202232896) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიას 2026 წლის 15 სექტემბრიდან 10 წლის ვადით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
სიხშირული ზოლი (კჰც) |
პოლარიზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი (მობილფონის ანძა) |
423.950 |
25 |
V |
წრიული |
10 |
41°41’26.24” N44°44’52.5 ” E |
40 |
3 |
|
თბილისი (მობილფონის ანძა) |
429.150 |
25 |
V |
წრიული |
10 |
41°41’26.24” N44°44’52.5 ” E |
40 |
3 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ბ) გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 15.09.2036;
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენება ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
ბ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 3,266.40 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი და 40) ლარით.
4. უზრუნველყოს შპს „ჯრკომ“-მა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F100 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 3,266.40 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ერთი თვის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი- N300773402
5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
6. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი): ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯრკომ“-ისთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „ჯრკომ“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
