სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2026 11:09
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2026
სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
განმცხადებელი: სს „სილქნეტი“ (ს/ნ 204566978);
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 6 აგვისტო;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (ს/ნ 204566978) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/2597, 17.03.2026) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.
2. კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 9 აგვისტოს №546/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით;
დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.
4. სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2026 წლის 11 აგვისტოს. შესაბამისად, კომპანიის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
5. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. სს „სილქნეტის“ მიერ 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილია კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6444, 15.07.2026).
7. კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№26-10-1718, 27.07.2026) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა განხორციელდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის დ) ქვეპუნქტში აღნიშნული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლი“ არის 2200-2400 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი, რომლის ფარგლებშიც კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით (2026 წლის 27 ივლისის მდგომარეობით), ჩატარებულია მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „დელტანეტი“ (კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N552/10 გადაწყვეტილება). კერძოდ, კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის N552/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, 2284-2382 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”დელტანეტი”, რომელმაც დაადასტურა თანხმობა გადაეხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,153,845.00 (ერთი მილიონ ას ორმოცდაცამეტი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების დანართი №7-ით გათვალისწინებული გეოგრაფიული კოეფიციენტის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და 2024 წლის მოსახლეობის აღწერის ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად (https://census2024.geostat.ge/ka/results) ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის გეოგრაფიული კოეფიციენტი შეადგენს 0.51699-ს. (იხ.დანართი №1) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის I ეტაპის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით 1 მგჰც-ის ექსტრაპოლირებული მნიშვნელობა არის შემდეგი:

იმის გამო, რომ სათანადო სიხშირულ ზოლში ჩატარებულია მხოლოდ 1 აუქციონი, ზემოაღნიშნული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოტოვებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის II ეტაპი.
ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტების ზონაში, გეოგრაფიული კოეფიციენტი 2024 წლის აღწერის მონაცემების შესაბამისად შეადგენს 0.144173-ს (იხ. დანართი №2).
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის III ეტაპის შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგონების გეოგრაფიულ ზონაში ლიცენზიის გაგრძელების საფასური გამოითვლება ფორმულით:


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სს „სილქნეტის“ მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 164,169.37 (ას სამოცდაოთხი ათას ას სამოცდაცხრა და 37) ლარს.
8. კომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის 6 აგვისტოს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი თეა ტყეშელაშვილი. მან სხდომაზე დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 164,169.37 (ას სამოცდაოთხი ათას ას სამოცდაცხრა და 37) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიას 2026 წლის 11 აგვისტოდან 10 წლის ვადით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 11.08.2036.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
ბ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 164,169.37 (ას სამოცდაოთხი ათას ას სამოცდაცხრა და 37) ლარით.
4. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 164,169.37 (ას სამოცდაოთხი ათას ას სამოცდაცხრა და 37) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ერთი თვის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი- N300773402
5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
6. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
