წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 480

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2026 16:42

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2026

შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

განმცხადებელი: შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ (ს/ნ 204876269);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 29 ოქტომბერი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ (ს/ნ 204876269) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/8012, 13.10.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ითხოვს ლიცენზიის ქვესახეობის ცვლილებას და საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული გაეცნენ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს და მიზანშეწონილად მიაჩნიათ საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის პირობების ცვლილება და სპეციალიზებული (მუსიკალურ/გასართობ/შემეცნებით) მაუწყებლობაზე გადასვლა. ცვლილება ემსახურება სამაუწყებლო ფორმატის საზოგადოების ინტერესებსა და მსმენელთა მოთხოვნებზე უკეთ მორგებას, აგრეთვე ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვასა და ეფექტიანად გამოყენებას.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებით ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის  სახე:რადიომაუწყებლობა;

ბ)  ლიცენზიის  სახეობა:  კერძო მაუწყებლობა;

გ)  კერძო  მაუწყებლობის  ქვესახეობა:  საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

 

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

 

გასხივება

 

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

 

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

 

 

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი

107.4

FM

V

წრიული

750

41°41'44.88"N

 

44°47'6.11" E

137

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის

მიმართ  500მ  რადიუსის ფარგლებში,  ზღვის დონიდან  გადამცემი  ანტენის დაკიდების  სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოებაც, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზია არ არის გაცემული კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობას წარმოადგენდა საერთო რადიომაუწყებლობა.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე   ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო  რადიომაუწყებლობის  №B58  ლიცენზიის  მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2021  წლის  16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 3 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (გ.ლუკავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები