წვდომის მენიუ

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 334

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2026 15:45

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 ივლისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.    ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  62-ე  მუხლის  მე-4  პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 83 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელს მომსახურება მიეწოდება წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული) ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებელს მომსახურება შეიძლება მიეწოდებოდეს სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლის თანხმობის დამადასტურებელი მექანიზმის გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელმა მომსახურების ხელშეკრულებაში ნათლად უნდა მიუთითოს აბონენტის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია. ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

2. ამდენად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რა დროსაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

3.    მომხმარებლის    სწორი    იდენტიფიცირება    აუცილებელია    კანონმდებლობით    განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მაგრამ, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ ხდება განმცხადებლის მიერ მითითებული  მონაცემების  სსიპ  „სახელმწიფო  სერვისების  განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, მომსახურების მიმწოდებლები აწყდებიან სირთულეებს და არსებობს შეცდომის დაშვების ალბათობა (მაგ. პირადი ნომრის რომელიმე ციფრის არასწორად მითითება, სახელში და გვარში ასოს შეცდომით მითითება). აქედან გამომდინარე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ან დისტანციური გარიგების დადებისას, განმცხადებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორის გადამოწმებისთვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მექანიზმი. მონაცემების გადამოწმების ყველაზე საიმედო და უტყუარი საშუალება არის მონაცემების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გადამოწმება. ამასთანავე, ვინაიდან ელექტრონული მომსახურების მიმწოდებელი პირების მიერ მონაცემთა გადამოწმების ამგვარი საშუალება ამ დრომდე არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით, მიზანშეწონილია, რომ ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული მონაცემებიც გადამოწმდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს აბონენტების ბაზის სიზუსტე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

4.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად,  კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს კანონებისა   და   სხვა   საკანონმდებლო   აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5.    „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-9  მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6.  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ნორმატიული აქტის მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

7.    საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  103-ე  მუხლის  11   ნაწილის  თანახმად,  თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 1061  მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.

8. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  116-ე მუხლის პირველი  ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცნობაში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

9.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტის   გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.

10. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.

11.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება ადმინისტრაციული   წარმოების   საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

III.       სამოტივაციო ნაწილი

12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 83 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელს მომსახურება მიეწოდება წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული) ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებელს მომსახურება შეიძლება მიეწოდებოდეს სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლის თანხმობის დამადასტურებელი მექანიზმის გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელმა მომსახურების ხელშეკრულებაში ნათლად უნდა მიუთითოს მომსახურების მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია. ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

13. ამდენად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რა დროსაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

14.  როგორც ზემოთ ითქვა, მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირება აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მაგრამ, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ ხდება განმცხადებლის მიერ მითითებული მონაცემების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, მომსახურების მიმწოდებლები აწყდებიან სირთულეებს და არსებობს შეცდომის დაშვების ალბათობა (მაგ. პირადი ნომრის რომელიმე ციფრის არასწორად მითითება, სახელში და გვარში ასოს შეცდომით მითითება). აქედან გამომდინარე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ან დისტანციური გარიგების დადებისას, განმცხადებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორის გადამოწმებისთვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მექანიზმი. მონაცემების გადამოწმების ყველაზე საიმედო და უტყუარი საშუალება არის მონაცემების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გადამოწმება. ამასთანავე, ვინაიდან ელექტრონული მომსახურების მიმწოდებელი პირების მიერ მონაცემთა გადამოწმების ამგვარი საშუალება ამ დრომდე არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით, მიზანშეწონილია, რომ, ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული მონაცემებიც გადამოწმდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს აბონენტების ბაზის სიზუსტე.

15.  აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გადამოწმების პრაქტიკა უკვე დამკვიდრებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ და სიახლეს არ წარმოადგენს.

16. ყოველივე    ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    „ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

IV.      სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061  და 1065  მუხლების, VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 და მე-7 მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული   წარმოება  „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების მიღების მიზნით.

2.    საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.

3.    საჯარო   კონსულტაციების   გამართვის   ფარგლებში,   „ელექტრონული   კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

4.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026  წლის 3 სექტემბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5.    საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

6. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ.  გასვიანი)  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

9.    კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   სარეზოლუციო   ნაწილის   მე-6   პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები