წვდომის მენიუ

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ

ნომერი: გ-26-21 / 481

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2026 10:42

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2026

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ

ლიცენზიის მაძიებლებისათვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა სწორედ საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო ამავე მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადიომაუწყებელი განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობას წარმოადგენს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობაა ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას“ და შპს „ბი-სი-ჯი კვლევა“ შორის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის შესაბამისად (ტენდერის კოდი: NAT260005788; შესყიდვის კატეგორია: CPV79311300), გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (N1905/01-26). სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას“ და შპს „ბი-სი-ჯი კვლევა“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესყიდვა და შესაბამისად, „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10   დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში (ზონა 1 - თბილისი; ზონა 2 - კახეთი (ალაზნის ველი, თუშეთი); ზონა 3 - კახეთი (დედოფლისწყარო); ზონა 4 - მცხეთა მთიანეთი, (თიანეთი); ზონა 5 - მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, მაღაროსკარი); ზონა 6 - მცხეთა-მთიანეთი (ფასანაური); ზონა

7 - სტეფანწმინდა, გუდაური; ზონა 8 - შიდა ქართლი; ზონა 9 - ქვემო ქართლი; ზონა 10 - სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი); ზონა 11 - სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე); ზონა 12 - სამცხე- ჯავახეთი (ახალქალაქი); ზონა 13 - იმერეთი (ქუთაისი); ზონა 14 - იმერეთი (საჩხერე); ზონა

15 - იმერეთი (მარტვილი); ზონა 16 - იმერეთი (ტყიბული); ზონა 17 - იმერეთი (რიკოთი); ზონა 18 - რაჭა (ამბროლაური); ზონა 19 - რაჭა (ონი); ზონა 20 - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი (ცაგერი); ზონა 21 - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი (ლენტეხი); ზონა 22 - სამეგრელო (ზუგდიდი); ზონა 23 - სამეგრელო (სენაკი); ზონა 24 - სამეგრელო (ჩხოროწყუ); ზონა 25 - სვანეთი; ზონა

26 - გურია; ზონა 27 - აჭარა (ბათუმი); ზონა 28 - აჭარა (ქედა); ზონა 29 - აჭარა (შუახევი); ზონა 30 - აჭარა (ხულო)) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება და რესპოდენტთა აზრის  რაოდენობრივი  კვლევა.  საქართველოს  მოსახლეობის  საზოგადოებრივი  აზრის კვლევისა და გამოკითხვის შედეგების  ანალიზის წარმოდგენა  თითოეულ სამაუწყებლო ზონაზე უნდა განხორციელებულიყო განცალკევებულად, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეროვნული მაუწყებლობისათვის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კომისიის  მიერ  დაკვეთილ  საზოგადოებრივი  აზრის  კვლევაში  ასახული  უნდა ყოფილიყო შემდეგი სახის ინფორმაცია:

1) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;

2)     საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე;

3) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა რეგიონულ (ადგილობრივ) რადიოსადგურის არსებობაზე, რომელიც აქცენტირებული იქნება ადგილობრივი ამბების გაშუქებით;

4)    რომელი თემატიკის/ჟანრის გადაცემებს ენიჭება უპირატესობა რადიოს მოსმენის დროს;

5)   რომელი გადაცემების დეფიციტს განიცდის ქართული რადიოსადგურები;

6) რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიო სივრცეში: სპეციალიზებული თუ საერთო რადიომაუწყებლობის. სპეციალიზებულის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაკონკრეტება თუ რა ტიპის სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის დამატების საჭიროება არსებობს;

7) სპეციალიზებული მუსიკალური რადიომაუწყებლობის შემთხვევაში რადიომსმენელის პრეფერენციები სხვადასხვა ჟანრების და მიმდინარეობების მიხედვით;

საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარეობდა 2026 წლის მაისიდან 2026 წლის ივნისამდე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4200-მა რესპონდენტმა 30 სამაუწყებლო ზონის მასშტაბით, თითოეულში არსებული სტრატების ზომის პროპორციულად.

2026 წლის 13 აგვისტოს კომისიასა და შპს „ბი-სი-ჯი კვლევა“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის 2026 წლის 19 მაისის N 1905/01-26 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ შპს „ბი-სი-ჯი კვლევა“-მ (მიმწოდებელმა) შეასრულა, ხოლო კომისიამ (შემსყიდველმა) მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაბამის ვადაში.

შპს „ბი-სი-ჯი კვლევა“-ს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში აღნიშნულია, რომ კვლევა ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, 30 სამაუწყებლო ზონაში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა). კვლევაში გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.

რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, საველე სამუშაოები ჩატარდა პირისპირ ინტერვიუების ტექნიკის გამოყენებით. ინტერვიუები ჩატარდა, დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული კითხვარით, რომელიც ძირითადად მოიცავდა დახურულ კითხვებს და ასევე, რამდენიმე ღია/ნახევრად ღია კითხვას.

კვლევის პოპულაციას წარმოადგენდა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა. შერჩევის ჯამური მოცულობა განისაზღვრა 4200 რესპონდენტით. შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილდა 30 სამაუწყებლო ზონაში, თითოეულში არსებული სტრატების ზომის პროპორციულად.

გენერალური ერთობლიობა: გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობა (საქართველოს მოქალაქეები 18+).

კვლევის შედეგები (ეროვნული)

რაოდენობრივი ნაწილი  -  რესპონდენტების  ძირითადი  ნაწილი  აღნიშნავს,  რომ გადაადგილების ძირითად საშუალებად იყენებს საკუთარ ავტომობილს ან ავტობუსს/სამარშუტო ტაქს. რესპონდენტები, რომლებიც ტრანსპორტით გადაადგილდებიან, დღეში საშუალოდ 15 წუთიდან 1.5 საათს უთმობენ მგზავრობას. რესპონდენტების 37.1%, რადიოს შერჩევის ძირითადი კრიტერიუმების ნაწილში აღნიშნავს, რომ რადიოს მოსმენით, მგზავრობისას დრო გაჰყავს.

მსმენელების 12.5% რადიოს საკუთარი ინიციატივით ყოველდღე უსმენს, 12.5% კვირაში რამდენჯერმე, ხოლო 6.4% კვირაში ერთხელ მაინც უსმენს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48.1%) კი აცხადებს, რომ რადიოს საერთოდ არ უსმენს.

მსმენელების 57% რადიოს საკუთარი ავტომობილით მგზავრობისას, 14% კი სახლში ყოფნისას უსმენს. რადიოს მოსმენის გადანაწილება სიტუაციების მიხედვით: საკუთარი ავტომობილით მგზავრობისას 57%, სახლში ყოფნისას 14%, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას 14% და სხვისი ავტომობილით მგზავრობისას 11%.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რადიოს მოსმენის პიკი განსხვავებულია სამუშაო და დასვენების დღეების ჭრილში. სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევამდე, რადიოს მოსმენის პიკი დგება დილის 9-დან 11 საათამდე, ხოლო დასვენების დღეებში რადიოს მოსმენას არარეგულარული ხასიათი აქვს და მკვეთრი პიკი არ არსებობს.

რადიოს მოსმენის საშუალებად რესპოდენტთა 80% ასახელებს მანქანის რადიო მოწყობილობას, 7% რადიომიმღებს, ხოლო 6% რადიოს მობილური ტელეფონის საშუალებით უსმენს.

რაც შეეხება რესპონდენტებს, რომლებიც იშვიათად ან საერთოდ არ უსმენენ რადიოს, ისინი აღნიშნავენ, რომ რადიოსთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ სხვა მედია საშუალებებს (71%), არ აქვთ დრო (18%), მათ საცხოვრებელ არეალში რადიო არხების მცირე არჩევანია (2%) და დაჭერის ცუდი ხარისხია (11%). რესპონდენტების ნაწილისთვის არ არის საინტერესო გადაცემების ფორმატი (4%) და თემატიკა (4%).

რადიოს შერჩევის კრიტერიუმებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელდა მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები. კერძოდ, რესპოდენტთა 78%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა რადიოს შერჩევის დროს, ახალი ამბების გაცნობა მნიშვნელოვანია 52%-სთვის, 37% აცხადებს, რომ მგზავრობისას დრო გაჰყავს, თემატურ სიახლეების გაცნობა მნიშვნელოვანია მხოლოდ 12% მსმენელისთვის.

რადიოს მსმენელები, ყველაზე ხშირად, რადიოში უსმენენ მუსიკას და სპორტული თემატიკის გადაცემებს. კერძოდ, მუსიკას ყოველდღიურად უსმენს 89% და სპორტს - 25%. პოპულარულია სამედიცინო შინაარსის გადაცემები (13%) და ადგილობრივი/რაიონული ამბები (12%). ჟანრების მიხედვით მსმენელი ყველაზე ხშირად უსმენს: ქართული მუსიკა (80%), პოპ მუსიკა (30%), ფოლკლორი (29%), კლასიკა (21%), რუსული მუსიკა (13%), როკი (7%), სოული (5%),  რეპი (5%) და ლათინო (3%).

რაც შეეხება საკითხს თუ რა თემატიკის გადაცემების ნაკლებობაა საქართველოში არსებულ რადიო არხებზე. რესპოდენტთა პასუხები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ყველაზე ხშირად დასახელდა მედიცინა (15%) რასაც შემდეგ მოსდევს ადგილობრივი/რეგიონული ამბები (15%), იუმორისტული-გასართობი გადაცემები (12%), საბავშვო (8%), ხელოვნება (8%), სპორტი (7%) და სხვა. გამოკითხულთა 10% კი მიიჩნევს, რომ არსებულ რადიო სივრცეში ახალი თემატიკის გადაცემის დამატების საჭიროება არ დგას.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპებს, რომელთა დამატების საჭიროებაც დგას, ყველაზე დიდი მოთხოვნა სპეციალიზებულ რადიოზეა (42%), ხოლო (37%) მიიჩნევს რომ საერთო რადიოს დამატების საჭიროებაა. იმ რესპონდენტთა შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რადიოსივრცეში საერთო ფორმატის რადიოსადგურის დამატებაა საჭირო, 74.3% თვლის, რომ მისი მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ვრცელდებოდეს, ხოლო 24.6%-ის აზრით — კონკრეტული ადმინისტრაციული/მუნიციპალური/სათემო ერთეულის მასშტაბით.

სპეციალიზირებული რადიოარხისთვის ყველაზე მოთხოვნადი თემატიკაა: მედიცინა (22%), ხელოვნება (21%), იუმორისტულ-გასართობი (20%), სპორტი (19%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (15%), თანამედროვე ტექნოლოგიები (12%), მეცნიერება (11%), კულინარიული (11%), საბავშვო (9%), სოციალური (9%), აგროსფერო (7%) ბიზნესი და ეკონომიკა (6%).

კვლევის შედეგები (სამაუწყებლო ზონების მიხედვით)

რადიოს მოსმენის ინტენსივობის თვალსაზრისით ყველაზე აქტიური პირველი (თბილისი), 27-ე (აჭარა - ბათუმი) და მე-2 (კახეთი - ალაზნის ველი, თუშეთი) ზონებია. რადიო არხების დაჭერის პრობლემა ყველაზე აქტიურად მე-4 (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთი), 28-ე (აჭარა - ქედა), მე-6 (მცხეთა-მთიანეთი - ფასანაური), 30-ე (აჭარა - ხულო), მე-12 (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქი), მე-20 (ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - ცაგერი), მე-10 (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი), 21-ე (ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - ლენტეხი), მე-17 (იმერეთი - რიკოთი) და მე-16 (იმერეთი - ტყიბული) ზონებში გამოვლინდა.

ზონა 1 - თბილისი

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო მაუწყებლობა

ზონა 2 - კახეთი (ალაზნის ველი, თუშეთი)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 3 - კახეთი (დედოფლისწყარო)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 4 - მცხეთა-მთიანეთი (თიანეთი)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 5 - მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, მაღაროსკარი)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 6 - მცხეთა-მთიანეთი (ფასანაური)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 7 - სტეფანწმინდა, გუდაური

ზონა 8 - შიდა ქართლი

 

 

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თუ რომელი რადიოსადგურის დამატების საჭიროებაა, 30 სამაუწყებლო  ზონის მიხედვით და საქართველოს მთელი მასშტაბით განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 9 - ქვემო ქართლი

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 10 - სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 11 - სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 12 - სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 13 - იმერეთი (ქუთაისი)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 14 - იმერეთი (საჩხერე)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 15 - იმერეთი (მარტვილი)

 

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 16 - იმერეთი (ტყიბული)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 17 - იმერეთი (რიკოთი)

 

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 18 - რაჭა (ამბროლაური)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 19 - რაჭა (ონი)

 

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 20 - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი (ცაგერი)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 21 - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი (ლენტეხი)

 

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 22 - სამეგრელო (ზუგდიდი)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 23 - სამეგრელო (სენაკი)

 

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 24 - სამეგრელო (ჩხოროწყუ)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

 

ზონა 25 - სვანეთი

 

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 26 - გურია

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 27 - აჭარა (ბათუმი)

 

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 28 - აჭარა (ქედა)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

ზონა 29 - აჭარა (შუახევი)

 

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

 

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 30 - აჭარა (ხულო)

1.   საერთო რადიომაუწყებლობა

2.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

 

ზონების   უმეტეს   შემთხვევაში   მუსიკა   ყველაზე   პოპულარული   თემატიკაა გადაცემების სმენადობის მიხედვით. მსმენელი ასევე რადიოში ძირითადად უსმენს მუსიკას, სპორტული, სამედიცინო, ადგილობრივ/რაიონული ამბებს და იუმორისტულ- გასართობი შინაარსის გადაცემებს.

კითხვაზე  -  რა  შინაარსის  გადაცემებს  უსმენთ,  პასუხები  ზონების  მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:

ზონა 1 - თბილისი - მუსიკა (89%), სპორტი (25%), ხელოვნება (11%), მედიცინა (10%),

მეცნიერება (10%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (7%).

ზონა 2 - კახეთი (ალაზნის ველი, თუშეთი) - მუსიკა (94%), სპორტი (26%), მედიცინა

(18%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (13%).

ზონა 3 - კახეთი (დედოფლისწყარო) - მუსიკა (84%), სოციალური (7%), მეცნიერება (6%),

ახალი ამბები/საინფორმაციო გადაცემები (6%), ხელოვნება (4%).

ზონა 4 - მცხეთა-მთიანეთი (თიანეთი) - მუსიკა (85%), სპორტი (62%), სოციალური (36%),

იუმორისტულ-გასართობი (16%).

ზონა  5  -  მცხეთა-მთიანეთი  (დუშეთი,  მაღაროსკარი)  -  მუსიკა  (92%),  სპორტი  (29%),

მედიცინა (21%),  ხელოვნება (19%).

ზონა 6 - მცხეთა-მთიანეთი (ფასანაური) - მუსიკა (83%), სოციალური (17%).

ზონა 7 - სტეფანწმინდა, გუდაური - მუსიკა (68%), ახალი ამბები (21%), სპორტი (8%).

ზონა 8 - შიდა ქართლი - მუსიკა (83%), სპორტი (28%), იუმორისტულ-გასართობი (21%),

მედიცინა (20%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (16%).

ზონა 9 - ქვემო ქართლი - მუსიკა (96%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (29%), სპორტი

(29%), იუმორისტულ-გასართობი (10%).

ზონა   10   -   სამცხე-ჯავახეთი   (ბორჯომი)   -   მუსიკა   (93%),   ახალი   ამბები   (32%),

ადგილობრივი/რაიონული ამბები (20%), მედიცინა (19%).

ზონა 11 - სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე) - მუსიკა (100%), სპორტი (22%), ახალი ამბები (18%),

მედიცინა (13%), იუმორისტულ-გასართობი (7%).

ზონა  12  -  სამცხე-ჯავახეთი  (ახალქალაქი)  -  მუსიკა  (61%),  ადგილობრივი/რაიონული ამბები (31%), სოციალური (16%).

ზონა 13 - იმერეთი (ქუთაისი) - მუსიკა (97%), სპორტი (29%), იუმორისტულ-გასართობი

(24%), ხელოვნება (21%), მედიცინა (19%).

ზონა     14     -     იმერეთი     (საჩხერე)     -     მუსიკა     (93%),     ახალი     ამბები     (19%),

ადგილობრივი/რაიონული ამბები (18%), სპორტი (7%).

ზონა 15 - იმერეთი (მარტვილი) - მუსიკა (72%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (27%),

სპორტი (22%), მედიცინა (17%).

ზონა 16 - იმერეთი (ტყიბული) - მუსიკა (85%), სპორტი (16%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (12%), ახალი ამბები (12%).

ზონა 17 - იმერეთი (რიკოთი) - მუსიკა (100%), მედიცინა (35%), ხელოვნება (34%), სპორტი

(32%), თანამედროვე ტექნოლოგიები (24%), იუმორისტულ-გასართობი (20%).

ზონა 18 - რაჭა (ამბროლაური) - მუსიკა (92%), სპორტი (52%), მედიცინა (15%), ხელოვნება

(12%).

ზონა 19 - რაჭა (ონი) - მუსიკა (89%), სპორტი (29%), ადგილობრივი/რაიონული ამბები

(19%), მეცნიერება (11%), აგროსფერო (11%).

ზონა 20 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი) - მუსიკა (91%), სპორტი (43%), მედიცინა (37%),

იუმორისტულ-გასართობი (18%), კულინარიული (17%), ახალი ამბები (15%).

ზონა   21   -   ლეჩხუმი-ქვემო   სვანეთი   (ლენტეხი)   -   მუსიკა   (59%),   სპორტი   (32%),

ადგილობრივი/რაიონული ამბები (18%), მედიცინა (7%).

ზონა  22      -      სამეგრელო      (ზუგდიდი)      -      მუსიკა      (84%),      სპორტი      (23%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (17%), მედიცინა (10%), ბიზნესი და ეკონომიკა (5%).

ზონა   23   -   სამეგრელო   (სენაკი)   -   მუსიკა   (92%),   სპორტი   (38%),   მედიცინა   (17%), იუმორისტულ-გასართობი (8%).

ზონა   24      -      სამეგრელო      (ჩხოროწყუ)      -      მუსიკა      (90%),      სპორტი      (35%),

ადგილობრივი/რაიონული ამბები (12%), მედიცინა (10%).

ზონა  25  -  სვანეთი  -  მუსიკა  (96%),  სპორტი  (31%),  ხელოვნება  (21%),  იუმორისტულ- გასართობი (12%).

ზონა  26  -  გურია  -  მუსიკა  (93%),  მედიცინა  (41%),  სპორტი  (34%),  ხელოვნება  (21%),

მეცნიერება (14%), აგრო-სფერო (14%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (13%).

ზონა 27 - აჭარა (ბათუმი) - მუსიკა (84%), სპორტი (23%), ადგილობრივი/რაიონული ამბები

(22%), მედიცინა (10%).

ზონა  28  -  აჭარა  (ქედა)  -  მუსიკა  (70%),  ბიზნესი  და  ეკონომიკა  (45%),  თანამედროვე ტექნოლოგიები (36%), მედიცინა (35%), მეცნიერება (17%).

ზონა 29 - აჭარა (შუახევი) - მუსიკა (73%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (50%), ბიზნესი და ეკონომიკა (6%).

ზონა 30 - აჭარა (ხულო) - მუსიკა (90%), სპორტი (37%), ადგილობრივი/რაიონული ამბები

(27%), თანამედროვე ტექნოლოგიები (18%).

რადიოსადგურების    ტიპების    დამატების    საჭიროების    მიხედვით,    ზონები გადანაწილდა შემდეგნაირად:

ზონა 1 - თბილისი - სპეციალიზებული (52%), საერთო (24%).

ზონა 2 - კახეთი (ალაზნის ველი, თუშეთი) - საერთო (59%), სპეციალიზებული (36%).

ზონა 3 - კახეთი (დედოფლისწყარო) - საერთო (65%), სპეციალიზებული (35%).

ზონა 4 - მცხეთა-მთიანეთი (თიანეთი) - საერთო (57%), სპეციალიზებული (17%).

ზონა 5 - მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, მაღაროსკარი) - სპეციალიზებული (57%), საერთო (26%).

ზონა 6 - მცხეთა-მთიანეთი (ფასანაური) - საერთო (84%), სპეციალიზებული (16%).

ზონა 7 - სტეფანწმინდა, გუდაური - საერთო (43%), სპეციალიზებული (6%).

ზონა 8 - შიდა ქართლი - სპეციალიზებული (40%), საერთო (29%).

ზონა 9 - ქვემო ქართლი - საერთო (76%), სპეციალიზებული (19%).

ზონა 10 - სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი) - სპეციალიზებული (68%), საერთო (29%). ზონა 11 - სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე) - სპეციალიზებული (70%), საერთო (21%). ზონა 12 - სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი) - სპეციალიზებული (44%), საერთო (31%). ზონა 13 - იმერეთი (ქუთაისი) - სპეციალიზებული (34%), საერთო (29%).

ზონა 14 - იმერეთი (საჩხერე) - საერთო (46%), სპეციალიზებული (25%). ზონა 15 - იმერეთი (მარტვილი) - საერთო (65%), სპეციალიზებული (34%). ზონა 16 - იმერეთი (ტყიბული) - საერთო (68%), სპეციალიზებული (11%). ზონა 17 - იმერეთი (რიკოთი) - საერთო (70%), სპეციალიზებული (26%). ზონა 18 - რაჭა (ამბროლაური) - სპეციალიზებული (67%), საერთო (33%). ზონა 19 - რაჭა (ონი) -  სპეციალიზებული (59%), საერთო (41%).

ზონა 20 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი) - საერთო (52%), სპეციალიზებული (48%). ზონა 21 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ლენტეხი) - სპეციალიზებული (60%), საერთო (40%). ზონა 22 - სამეგრელო (ზუგდიდი) - სპეციალიზებული (55%), საერთო (42%).

ზონა 23 - სამეგრელო (სენაკი) - სპეციალიზებული (53%), საერთო (43%). ზონა 24 - სამეგრელო (ჩხოროწყუ) - სპეციალიზებული (56%), საერთო (42%). ზონა 25 - სვანეთი - სპეციალიზებული (77%), საერთო (23%).

ზონა 26 - გურია - საერთო (85%), სპეციალიზებული (15%).

ზონა 27 - აჭარა (ბათუმი) - საერთო (34%), სპეციალიზებული (29%). ზონა 28 - აჭარა (ქედა) - საერთო (24%), სპეციალიზებული (7%). ზონა 29 - აჭარა (შუახევი) - სპეციალიზებული (24%), საერთო (16%). ზონა 30 - აჭარა (ხულო) – საერთო (81%), სპეციალიზებული (9%).

სპეციალიზებული   რადიოარხისთვის   თემატიკის   დამატების   საჭიროების   მიხედვით ზონებში მოთხოვნადობა გადანაწილდა შემდეგნაირად: 

ზონა 1 - თბილისი - ხელოვნება (29%), იუმორისტულ-გასართობი (27%), სპორტი (20%),

მედიცინა (20%).

ზონა 2 - კახეთი (ალაზნის ველი, თუშეთი) - ადგილობრივი/რაიონული ამბები (38%),

მედიცინა (36%), სპორტი (25%), აგრო სფერო (24%).

ზონა   3   -   კახეთი   (დედოფლისწყარო)   -   ადგილობრივი/რაიონული   ამბები   (49%),

თანამედროვე ტექნოლოგიები (22%), აგრო სფერო (19%), სოციალური (10%).

ზონა 4 - მცხეთა-მთიანეთი (თიანეთი) - იუმორისტულ-გასართობი (12%), სპორტი (7%),

ადგილობრივი/რაიონული ამბები (4%).

ზონა 5 - მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, მაღაროსკარი) - სპორტი (71%), მედიცინა (56%),

ხელოვნება (52%), იუმორისტულ-გასართობი (52%).

ზონა 6 - მცხეთა-მთიანეთი (ფასანაური) - ხელოვნება (72%), მეცნიერება (33%), მედიცინა

(23%), სპორტი (21%).

ზონა 7 - სტეფანწმინდა, გუდაური - ადგილობრივი/რაიონული ამბები (9%), სპორტი (4%),

თანამედროვე ტექნოლოგიები (4%), ხელოვნება (2%).

ზონა 8 - შიდა ქართლი - მედიცინა (27%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (16%), სპორტი

(16%), იუმორისტულ-გასართობი (15%).

ზონა 9 - ქვემო ქართლი - ადგილობრივი/რაიონული ამბები (26%), სოციალური (16%),

კულინარიული (14%), სპორტი (11%).

ზონა   10   -  სამცხე-ჯავახეთი   (ბორჯომი)   -  ადგილობრივი/რაიონული   ამბები   (59%),

ხელოვნება (37%), მეცნიერება (37%), კულინარიული (36%).

ზონა  11  -  სამცხე-ჯავახეთი  (ახალციხე)  -  ადგილობრივი/რაიონული  ამბები  (48%),

თანამედროვე ტექნოლოგიები (29%), კულინარიული (25%), სპორტი (23%).

ზონა  12  -  სამცხე-ჯავახეთი  (ახალქალაქი)  -  ადგილობრივი/რაიონული  ამბები  (61%),

კულინარიული (18%), სოციალური (15%), თანამედროვე ტექნოლოგიები (12%).

ზონა 13 - იმერეთი (ქუთაისი) - ადგილობრივი/რაიონული ამბები (26%), მედიცინა (17%),

იუმორისტულ-გასართობი (12%), სპორტი (12%).

ზონა 14 - იმერეთი (საჩხერე) - ადგილობრივი/რაიონული ამბები (33%), სოციალური (19%),

აგრო სფერო (17%), მედიცინა (14%).

ზონა 15 - იმერეთი (მარტვილი) - მედიცინა (36%), სპორტი (35%), აგრო სფერო (31%),

ხელოვნება (18%).

ზონა 16 - იმერეთი (ტყიბული) - იუმორისტულ-გასართობი (19%), სოციალური (16%),

საბავშვო (13%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (12%).

ზონა 17 - იმერეთი (რიკოთი) - ხელოვნება (80%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (79%),

კულინარიული (65%), მედიცინა (64%).

ზონა 18 - რაჭა (ამბროლაური) - სპორტი (35%), მედიცინა (28%), კულინარიული (26%),

იუმორისტულ-გასართობი (24%).

ზონა 19 - რაჭა (ონი) -  სპორტი (56%), მედიცინა (38%), ადგილობრივი/რაიონული ამბები

(37%), იუმორისტულ-გასართობი (36%).

ზონა 20 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი) - ადგილობრივი/რაიონული ამბები (92%),

იუმორისტულ-გასართობი (74%), მედიცინა (73%), სპორტი (69%).

ზონა 21 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ლენტეხი) - სპორტი (27%), იუმორისტულ-გასართობი

(23%), კულინარიული (18%), ადგილობრივი/რაიონული ამბები (16%).

ზონა 22 - სამეგრელო (ზუგდიდი) - მედიცინა (41%), სპორტი (27%), ხელოვნება (26%),

სოციალური (18%).

ზონა 23 - სამეგრელო (სენაკი) - კულინარიული (20%), სპორტი (17%), ხელოვნება (16%),

მედიცინა (16%).

ზონა 24 - სამეგრელო (ჩხოროწყუ) - მედიცინა (42%), აგრო სფერო (33%), ხელოვნება (26%),

ბიზნესი და ეკონომიკა (24%).

ზონა 25 - სვანეთი - კულინარიული (38%), იუმორისტულ-გასართობი (35%), მედიცინა

(31%), სპორტი (30%).

ზონა 26 - გურია - თანამედროვე ტექნოლოგიები (73%), სპორტი (66%), აგრო სფერო (56%),

ადგილობრივი/რაიონული ამბები (56%).

ზონა 27 - აჭარა (ბათუმი) - მედიცინა (22%), თანამედროვე ტექნოლოგიები (21%), სპორტი

(15%), ხელოვნება (13%).

ზონა 28 - აჭარა (ქედა) - მედიცინა (44%), თანამედროვე ტექნოლოგიები (25%), ხელოვნება

(18%), ბიზნესი და ეკონომიკა (16%).

ზონა 29 - აჭარა (შუახევი) - ადგილობრივი/რაიონული ამბები (22%), იუმორისტულ- გასართობი (4%), აგრო სფერო (1%), მედიცინა (1%).

ზონა 30 - აჭარა (ხულო) – იუმორისტულ-გასართობი (30%), სპორტი (26%), მედიცინა (24%),

ხელოვნება (23%).

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

– რესპონდენტების პრეფერენციები რადიო გადაცემების თემატიკასთან დაკავშირებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია.  სხვა თემატიკებთან შედარებით, რესპონდენტები ყველაზე მეტად უპირატესობას ანიჭებენ მუსიკას, მედიცინას, ადგილობრივ ამბებს და სპორტს. ამასთან, სხვადასხვა ზონებში მცხოვრები რესპონდენტების პრეფერენციები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.

– რადიოს შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით უმეტეს სამაუწყებლო ზონაში მთავარი კრიტერიუმია მუსიკის მოსმენა, რომელსაც მეორე ადგილზე მოსდევს ახალი ამბების გაცნობა.

– საქართველოს მასშტაბით იკვეთება სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროება.  თუმცა, ზონებში საერთო და სპეციალიზებული რადიოსადმი მოთხოვნა განსხვავებულია. სპეციალიზებულ რადიომაუწყებლისთვის ყველაზე მოთხოვნადი თემატიკებია მედიცინა, ხელოვნება, იუმორისტულ-გასართობი და სპორტი. მუსიკის ჟანრების მიხედვით ყველაზე პოპულარულია ქართული მუსიკა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საზოგადოებრივი აზრის 2026 წლის თანდართული კვლევის შესაბამისად.

2. საზოგადოებრივი აზრის 2026 წლის კვლევა ცნობილ იქნეს წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

3. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდეს ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით.

4. კერძო საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის  მისაღებად კონკურსები გამოცხადდეს ცალ-ცალკე. კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისიამ იხელმძღვანელოს წინამდებარე გადაწყვეტილებით კერძო მაუწყებლობის თითოეული ქვესახეობისთვის (საერთო და სპეციალიზებული) დადგენილი რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით და თითოეულ სალიცენზიო განაცხადზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

5. რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგინდეს შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:

საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა)

1.   სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

2.   საერთო რადიომაუწყებლობა

ზონა 1 - თბილისი

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 2 - კახეთი (ალაზნის ველი, თუშეთი)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 3 - კახეთი (დედოფლისწყარო)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 4 - მცხეთა-მთიანეთი (თიანეთი)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 5 - მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, მაღაროსკარი)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 6 - მცხეთა-მთიანეთი (ფასანაური)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 7 - სტეფანწმინდა, გუდაური

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 8 - შიდა ქართლი

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 9 - ქვემო ქართლი

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 10 - სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო 

ზონა 11 - სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე)

1.   სპეციალიზებული

2.    საერთო

ზონა 12 - სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 13 - იმერეთი (ქუთაისი)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 14 - იმერეთი (საჩხერე)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 15 - იმერეთი (მარტვილი)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 16 - იმერეთი (ტყიბული)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 17 - იმერეთი (რიკოთი)

1.   საერთო

2.    სპეციალიზებული

ზონა 18 - რაჭა (ამბროლაური)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 19 - რაჭა (ონი) -

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 20 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 21 - ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ლენტეხი)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 22 - სამეგრელო (ზუგდიდი)

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 23 - სამეგრელო (სენაკი) –

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 24 - სამეგრელო (ჩხოროწყუ) –

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 25 - სვანეთი -

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 26 - გურია -

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 27 - აჭარა (ბათუმი)

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 28 - აჭარა (ქედა) –

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

ზონა 29 - აჭარა (შუახევი) –

1.   სპეციალიზებული

2.   საერთო

ზონა 30 - აჭარა (ხულო) –

1.   საერთო

2.   სპეციალიზებული

6. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის შეფასებისას, კომისიამ იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული პრიორიტეტული რადიოპროგრამების გათვალისწინებით.

7. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები ძალაშია კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი პრიორიტეტების განსაზღვრამდე.

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (გ.ლუკავა) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

9.  გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 და მე–4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში.

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ივანე მახარაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები