წვდომის მენიუ

შპს „იუაის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-26-20 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2026 17:35

მიღების თარიღი იანვარი 15, 2026

შპს „იუაის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

იურიდიული პირი: შპს „იუაი“

წარმოების დაწყების  საფუძველი:  შპს  „იუაის“  განცხადებები  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-25-6/5265,   31.12.2025 და   Nშ-26-6/160,  12.01.2026) წარმოდგენილი   ინფორმაციის   კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 15 იანვარი, 15:00 საათი.

I.აღწერილობითი   ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში   (შემდგომში  „კომისია“) 2025 წლის 31 დეკემბერს   შემოვიდა   შპს „იუაის“    განცხადება    (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-25-6/5265, 31.12.2025), ხოლო 2026 წლის 12 იანვარს შპს „იუაის“ დაზუსტებული განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/160, 12.01.2026) კომისიაში   წარმოდგენილი   ინფორმაციის (2025 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში) კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. განცხადებაში შპს „იუაი“ უთითებს, რომ სსიპ „საქართვლოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიასა“  და  შპს  „იუაის“  შორის   2025 წლის   30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების   მე-5   მუხლის   თანახმად,   კლიენტმა   მხარემ   გამოთქვა მზადყოფნა, რომ  მიმწოდებლის  მიერ  წინამდებარე  ხელშეკრულებით  შესრულებული   2025 წლის ზოგადი   ინდუსტრიის   სახელფასო   და   საკომპენსაციო   კვლევის   ანგარიში   ცნოს კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მიმწოდებელი  კვლევის  წარმოდგენისას  მოითხოვს  მის  კომერციულ  საიდუმლოებად ცნობას.

2.შპს „იუაი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ  2025 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში არის კომპანიის საიდუმლოება, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და  დაინტერესებულმა  პირებმა  გარკვეული  პირობების  შესაბამისად  უნდა შეიძინონ, და აღნიშნული ანგარიშის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს  კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

3.     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „იუაი“ ითხოვს წარმოდგენილი ინფორმაცია  - 2025 წლის ზოგადი  ინდუსტრიის  სახელფასო  და  საკომპენსაციო  კვლევის  ანგარიში, გარდა  ამ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სიისა, კომისიამ სცნოს კომერციულ საიდუმლოებად 7 წლის ვადით და არ გახადოს იგი ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის.

II.   მარეგულირებელი კანონმდებლობა

4.    საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის 272  მუხლის   პირველი   ნაწილის მიხედვით,  კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

5.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

6.  საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   31-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.

7.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  31-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.

8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას

9.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“

III.         სამოტივაციო ნაწილი

10.  აღსანიშნავია, რომ შპს „იუაის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება შპს „იუაის“   მიერ განხორციელებული 2025 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიშს. შესაბამისად, წარმოდგენილი სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში არის კომპანიის კომერციული პროდუქტი, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და დაინტერესებულმა პირებმა გარკვეული პირობების შესაბამისად უნდა შეიძინონ.

11.  ამდენად, 2025 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში არის კომერციული ფასეულობის შემცველი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შპს „იუაის“ შეიძლება შეუქმნას საფრთხე სამომხმარებლო ბაზარზე, შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთან, მოცემულ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

12.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 7 წლის ვადით, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „იუაის“ მიერ 2025 წლის 31 დეკემბერს, მხარეებს შორის 2025 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული N3009/02-25 ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილი 2025 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში, გარდა ამ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სიისა.

IV.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის, 31-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების   და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  დაკმაყოფილდეს შპს „იუაის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად შპს „იუაის“   მიერ   2025   წლის   31   დეკემბერს   კომისიაში   წარმოდგენილი   ინფორმაცია   2025 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო  და  საკომპენსაციო  კვლევის  ანგარიში,  გარდა  ამ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სიისა;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების   პირველი   პუნქტით   განსაზღვრული   ინფორმაცია    შპს „იუაის“ კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს 7 წლის ვადით;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „იუაისთვის“ გაგზავნა (ბ.გასვიანი) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.    გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს  მისი სარეზოლუციო  ნაწილის  კომისიის  სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6.    გადაწყვეტილება,  შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი,  №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.comcom.ge)   გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები